კონფერენცია

საიუბილეო კონფესრენცია “ქართულ პოლიტიკის თანამედროვე პრობლემები”
5 მარტს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიხსნა საქართველოს ეროვნული გმირის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავდაცვის საბჭოსა და მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის, ჟიული შარტავას დაბადებიდან 70 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კონფერენცია “ქართულ პოლიტიკის თანამედროვე პრობლემები”.
ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარემ, ვახტანგ ყოლბაიამ გახსნა. კონფერენციაში მონაწილეობენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, ქართველი ისტორიკოსი, საზოგადო მოღვაწე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი როინ მეტრეველი, სტუ-ის სრული პროფესორი შალვა ნაჭყებია და სხვები.
ამასთან, სტუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის მესამე სართულზე ჟიული შარტავას ცხოვრებისა და მოღვაწეობისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა გაიხსნა.
სამეცნიერო კონფერენცია ორდღიანია. 7 მარტს კი დაგეგმილია ჟიული შარტავას სახელობის ახალგაზრდა პოლიტიკოსთა სკოლის პრეზენტაცია. გაიმართება გრანდიოზული საზეიმო ღონისძიება, რომელზედაც მოწვეულნი არიან მთავრობისა და პარლამენტის წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციების, სპორტული ფედერაციების წარმომადგენლები, კულტურის სფეროს მოღვაწეები, ჟიული შარტავას ოჯახის წევრები, ნათესავები, მეგობრები და ახლობლები.

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები