საერთაშორისო სამეცნიერო - პრაქტიკული კონფერენცია

„ინოვაციური მენეჯმენტი და ტექნოლოგიები გლობალიზაციის ეპოქაში“
2014 წლის 10-17 იანვარს ინდოეთის შტატ გოაში (სასტუმრო Bogmallo Beach Resort) გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო - პრაქტიკული კონფერენცია „ინოვაციური მენეჯმენტი და ტექნოლოგიები გლობალიზაციის ეპოქაში“.
კონფრენეციის ორგანიზატორია მენეჯმენტის რეგიონალური აკადემია.
კონფერენეციის მასალები გამოქვეყნდება კონფრენციის კრებულში და გამოქვეყნდება აკადემიის ვებსაიტზე: http://www.regionacadem.org/.
კონფერენციის მუშაობა წარიმართება შემდეგ სექციებში:
  • საზოგადოება და პიროვნება: ფილოსოფიის, სოციოლოგიის, ფსიქოლოგიის, ისტორიის, პოლიტოლოგიისა და სამართლის აქტუალური საკითხები;
  • თანამედროვე ეკონომიკა: მდგრადი ზრდისა და განვითარების პრობლემები;
  • ტექნიკა და ტექნოლოგიები თანამედროვე ეტაპზე;
  • ხარისხის მართვა, სტანდარტიზაცია და სერთიფიცირება;
  • ცოდნის სამყარო: განათლების, პედაგოგიგიკისა და ანდროგოგიკის სრულყოფის აქტუალური საკითხები;
  • დასვენება და ტურიზმი, სპორტი, მედიცინა და ჯანმრთელობა;
  • მწვანე სამყარო: ეკოლოგია და ბიოლოგია, ბუნების რაციონალური გამოყენება, სოფლის და სატყეო მეურნეობა;
  • ენა, კულტურა და თანამედროვე გამოწვევები.
კონფერენციაში მონაწილოებისათვის შესაბამისი მასალების წარდგენის ბოლო ვადაა: 26.12.13.
კონფერენციის შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ: 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები