ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო კონფერენცია

„ახალგაზრდობა და მეცნიერება“
2013 წლის 15 ნოემბერს ქ. ყაზანში (რუსეთის ფედერაცია) ჩატარდება ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო კონფერენცია „ახალგაზრდობა და მეცნიერება“. კონფერენცია ჩატარდება ყაზანის კოოპერაციის ინსტიტუტში, რომელიც რუსეთის კოოპერაციის უნივერსიტეტის ფილიალს წარმოადგენს.
კონფერენციის ძირითადი მიმართულებებია:
  • საბუღალტრო და საგადასახადო აღრიცხვის პრობლემები თანამედროვე ეკონომიკაში
  • საფინანსო-საკრედიტო ურთიერთობების თანამედროვე ასპექტები რუსეთში
  • საწარმოო-ტექნიკური და სოციალურ-ეკონომიკური ეფექტურობის ამაღლების პრობლემები პროდუქციისა და მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფისათვის
  • ინოვაციების მართვა ეკონომიკის მოდერნიზაციის პირობებში
  • სოციალურ-ეკონომიკური პროცესების მართვა ტრანსფორმაციული ეკონომიკის პირობებში
  • ჰუმანიტარული ცოდნის აქტუალური პრობლემები
  • სერვისის საინფორმაციო სისტემები და ტექნოლოგიები
  • ეკონომიკური სისტემების მათემატიკური მოდელირება
კონფერენციის მასალები გამოქვეყნდება „ახალგაზრდა მეცნიერთა შრომების კრებულში“.
კონფერენციასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარდგენის ბოლო ვადაა: 10.11.13.
დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ: http://kazan.ruc.su/

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები