ღონისძიება

შემოდგომის ლექციები თბილისში
2013 წლის  15-22  ოქტომბერს  საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარდება ლექციები, რომელთა  თემატიკა  მოიცავს ბირთვული ფიზიკისა და  სამედიცინო ფიზიკის  მიმართულებებს.  ლექციებს წაიკითხავენ:  გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის  კიოლნის უნივერსიტეტის  პროფესორები, იულიხის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბირთვული ფიზიკის  ინსტიტუტის  დირექტორი  პროფ. ჰანს  შტროერი, ამავე ინსტიტუტის თანამშრომლები : პროფ. დეტლეფ გოტა,  პროფ. მარკუს ბუშერი და პროფ. ანდრო კაჭარავა და იულიხის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის  ნეირომეცნიერებისა და მედიცინის ინსტიტუტის დირექტორი  პროფ. ჯონ  შა   და  ამავე ინსტიტუტის  წამყვანი თანამშრომელი  პროფ. ფარიდა გრინბერგი.
მუშაობის ფორმები: ლექციები და პრაქტიკული მეცადინეობები.
ლექციების და პრაქტიკული მეცადინეობების სამუშაო ენაა ინგლისური.
 სამუშაო ჯგუფის შერჩევა მიმდინარეობს კონკურსის წესით.კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ როგორც ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს, ასევე საქართველოს სხვა უნივერსიტეტებს  და საშუალო სკოლის მოსწავლეებს,  რომლებიც  დაინტერესებული არიან  ფიზიკის  შესწავლით.
ლექციებზე დასწრების  მსურველებმა მიმართეთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფიზიკის დეპარტამენტს.  IV  კორპუსი. ოთახი 305. პროფ. ქეთევან კოტეტიშვილი. საკონტაქტო ნომერი  599-50-48-21. ელ.ფოსტა  ketinooo@hotmail.com.  დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ:  http://studmedia.ge/autumn-lectures

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები