კონფერენცია

სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
„კიბერნეტიკის თეორიული და გამოყენებითი ასპექტები“
ტარას შევჩენკოს სახ. კიევის ნაციონალური უნივერსიტეტის კიბერნეტიკის ფაკულტეტის სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა სამეცნიერო საზოგადოება, უკრაინის ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის ვ.მ. გლუშკოვის სახ. კიბერნეტიკის ინსტიტუტი და უკრაინის ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის პროგრამული უზრუნველყოფის სისტემების ინსტიტუტი 2013 წლის 25-29 ნოემბერს ატარებენ სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას „კიბერნეტიკის თეორიული და გამოყენებითი ასპექტები“.
კონფერენცია გაიმართება ტარას შევჩენკოს სახელობის კიევის ნაციონალური უნივერსიტეტის კიბერნეტიკის ფაკულტეტზე.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველთათვის რეგისტრაციისა და მოხსენებათა წარდგენის ბოლო ვადაა: 20.10.2013.
კონფერენციის სამუშაო ენებია: უკრაინული, ინგლისური, რუსული.
მონაწილეთა მოხსენებები გამოქვეყნდება კონფერენციის შრომებში.
კონფერენციასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ:  http://taac.org.ua/

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები