კონფერენცია

VI საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
„რეგიონული გარემოს დაცვის პრობლემები: სამეცნიერო, მეთოდოლოგიური და პრაქტიკული გადაწყვეტის ასპექტები“
2013 წლის 9-11 სექტემბერს ოდესაში (უკრაინა) ჩატარდება VI საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „რეგიონული გარემოს დაცვის პრობლემები: სამეცნიერო, მეთოდოლოგიური და პრაქტიკული გადაწყვეტის ასპექტები“.
კონფერენციის ორგანიზატორია ოდესის სახელმწიფო გარემოს დაცვის უნივერსიტეტი. მასში მონაწილეობის მიღება შეულიათ ბაკალავრებს, მაგისტრებს და PhD სტუდენტებს.
კონფერენციის სამეცნიერო მიმართულებებია:

·         რეგიონული გარემოს დაცვის მდგომარეობა და მისი გაუმჯობესების გზები
·         გარემოს დაცვაზე ანთროპოგენული დატვირთვის შეფასება
·         მეწვანე ტექნოლოგიების დანერგვა
·         ბიორესურსებისა და ბიომრავალფეროვნების მენეჯმენტის, განახლებისა და კონსერვაციის ასპექტები
·         დასვენებისა და ტურიზმის პოტენციალი
·         გარემოს დაცვის ხარისხი და ჯანდაცვა
·         გარემოს დაცვის მათემატიკური მოდელირება და პროგნოზირება
·         გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემების აპლიკაცია გარემოს დაცვის მეცნიერების საგნობრივ არეალში
·         გარემოს დაცვის კონტროლის ჰიდრომეტეოროლოგიური ასპექტები

თეზისების წარდგენის ბოლო ვადაა: 01.07.13.
დეტალური ინფორმაციისათვის მიმართეთ:
ოლეგ შაბლი (Oleg Shabliy)
საგარეო ურთიერთობათა და საერთაშორისო განათლების დეპარტამენტის უფროსი
ოდესის სახელმწიფო გარემოს დაცვის უნივერსიტეტი
E-Mail:   foreign-relations@osenu.org.ua   
               oleg.shabliy@gmail.com
Skype:   fr.osenu 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები