კონფერენცია

„ ახალგაზრდა ინჟინრების როლი
საქართველოს ენერგეტიკული სექტორის განვითრებაში “
 აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული ,,ჰიდროენერგეტიკაში ინვესტიციების ხელშეწყობის პროექტი” და საქართველოს ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო აწყობენ კონფერენციას საქართველოს ენერგეტიკული სექტორის წარმომადგენლების და ახალგაზრდა ინჟინრებისთვის. კონფერენცია ჩატარდება 2013 წლის 17 აპრილს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში.
კონფერენციის მიზანია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდა ინჟინრების როლის გაძლიერებას საქართველოს ენერგეტიკული სექტორის განვითარებაში და ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლებისთვის ინფორმაციის დროულ მიწოდებას, რაც, თავის მხრივ, მათ შორის თანამშრომლობას შეუწყობს ხელს.
კონფერენციას დაესწრებიან საქართველოს ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების და ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროების და სხვა დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლები და ასევე, საქართველოს უნივერსიტეტების ენერგეტიკული ფაკულტეტების სტუდენტები.

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები