კონფერენცია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს - ინჟინერინგის ფაკულტეტის სოციალურ მეცნიერებათა დეპარტამენტის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
„მსოფლიო და კავკასია“
17-19 მაისი, 2013 წელი
თბილისი, საქართველო
საინფორმაციო წერილი
პატივცემულო კოლეგებო!
გვაქვს  პატივი მოგიწვიოთ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე  ,,მსოფლიო და კავკასია’’
კონფერენციის მოხსენებების თემატიკა :
I სექცია:
ნატო, ევროკავშირი და კავკასია;
II სექცია:
რუსეთი და კავკასია (ისტორია და თანამედროვეობა);
III სექცია:
აშშ და კავკასია;
IV სექცია:
მსოფლიო ახალი წესრიგი და მსოფლიო პოლიტიკა;
V სექცია:
მსოფლიო გლობალური პროცესები და კულტურა, მეცნიერება, განათლება;
VI სექცია:
საერთაშორისო ტერორიზმი (ისტორია და პრაქტიკა);
VII სექცია:
საქართველო მსოფლიო პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამართლებრივ სივრცეში;
VIII სექცია:
საერთაშორისო და რეგიონალური კონფლიქტები და  კავკასია;
IX სექცია:
გლობალიზაცია: პარადიგმები და დილემები;
X სექცია:
კულტურა, რელიგია, პოლიტიკა, სამართალი;
XI სექცია:
კომუნიკაცია, მასმედია, ფილოლოგიურ-პუბლიცისტური ძიებანი, ხელოვნება, ლიტერატურა.
კონფერენციის სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური, რუსული.
კონფერენციის რეგლამენტი:
მოხსენება 15  წუთი
კამათში მონაწილეთათვის  5  წუთი
კონფერენციაზე შესაძლებელია დაუსწრებელი მონაწილეობაც, რაც წინასწარ  ცნობილი უნდა იყოს საორგანიზაციო კომიტეტისათვის.
კონფერენციაში მონაწილეობა:  ადგილობრივი მონაწილეებისათვის 50 ლარი, უცხოელი მონაწილეებისათვის  – 100$. თანხის გადახდა მოხდება პირადი ან საბანკო ანგარიშსწორებით.
საიდენტიფიკაციო კოდი: 211349192
ანგ.: №GE47TB0600000003408001/GEL
ბანკის კოდი - TBCBGE22
”თი-ბი-სი” ბანკი
სტუ, საერთაშორისო კონფერენცია ,,მსოფლიო და კავკასია’’
მგზავრობა და სასტუმრო ხარჯები – კონფერენციის მონაწილეთა ხარჯით
კულტურული პროგრამა და ექსკურსია – კონფერენციის ორგკომიტეტის ხარჯით
გთხოვთ, მოგვაწოდოთ  თეზისები ორენოვანი  (ქართულ-ინგლისური) 2 გვერდი,  ა/წლის 19 აპრილამდე ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართებზე: conference-stu@mail.ru     ტ.: 66-24   -  595 298-907   ნონა ცაბაძე
                             natiasiradze@mail.ru          ტ.: 66-86  - 595 960-035    ნათია სირაძე
თეზისები დაიბეჭდება საკონფერენციო  კრებულში.                                                                                 
საკონფერენციო  თეზისების კრებული და პროგრამა  დარიგდება კონფერენციის მსვლელობის დროს.
წინასწარ გიხდით მადლობას თანამშრომლობისათვის.
პატივისცემით,
კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი
მოთხოვნები კრებულში მოხსენებათა გაფორმებისათვის
1.      გვერდის ფორმატი: – А4  
2.      გვერდის ველი :  –  2 სმ  ( – File, Page Setup, Margins)
3.      ფონტი  ქართული ტექსტი     –  sylfean, ზომა _  12,
         რუსული ტექსტი       –             Times New Roman , ზომა 12
           ინგლისური ტექსტი      –  Times New Roman , ზომა 12
4.      ინტერვალი           –          1 (Single)
5.      აბზაცი                  –          1 სმ
6.      ავტორის გვარი, სახელი პირველ ხაზზე (Bold); ერთი ინტერვალის გამოტოვებით სათაური (Bold) ზომა 14
7.      ბრჭყალები ქართულ  და ლათინურ ტექსტში გამოიყენეთ ნიმუშით („“), რუსულ ტექსტში  («»); 
8.      ტექსტში გამოიყენეთ ტირე (–), ხოლო სიტყვათა შიგნით  - დეფისი (-).
9.      სტატიაში ავტორთა გვარები გამოიყენეთ ნიმუშის მიხედვით: აკაკი წერეთელი, А.С.Пушкин .
10.  ბიბლიოგრაფია: ზომა 11. სტატიის ბოლოს ალფავიტზე განალაგეთ გამოყენებული ლიტერატურა შემდეგი ნიმუშით:
·         წიგნის ციტირების დროს: გვარი, სახელი. წიგნის სახელწოდება, გამომცემლობა. გამოცემის ადგილი. გამოცემის წელი.
·         სტატიის ციტირების დროს: გვარი, სახელი, სტატიის დასახელება. ჟურნალის ან წიგნის დასახელება. ჟურნალის ნომერი, სტატიის პირველი და ბოლო გვერდი. გამოცემის წელი.

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები