საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

სტუდენტებისა და ასპირანტების მეათე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
„სოციოლოგია (პოსტ)თანამედროვეობაში“
2013 წლის 28-30 მარტს ვ.ნ. კარაზინის სახ. ხარკოვის ნაციონალური უნივერსიტეტში ჩატარდება სტუდენტებისა და ასპირანტების მეათე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „სოციოლოგია (პოსტ)თანამედროვეობაში“. კონფერენციის ორგანიზატორები არიან ვ.ნ. კარაზინის სახ. ხარკოვის ნაციონალური უნივერსიტეტი, სოციოლოგიის ფაკულტეტი და ფაკულტეტის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოება.
კონფერენციის სამუშაო ენებია: უკრაინული, რუსული, ინგლისური.
კონფერენცია იმუშავებს შემდეგი მიმართულებებით: 
    • · სოციოლოგიური წარმოდგენა და სოციოლოგიური ცოდნა თანამედროვე მსოფლიოში
    • · კულტურის სოციოლოგიის დილემები
    • · სოციალური კომუნიკაციები პოსტმოდერნის პირობებში
    • · რისკის, უსაფრთხოებისა და სოციალური წესრიგის პრობლემები ცვალებად სამყაროში
    • · ეკონომიკური პრაქტიკები სოციოლოგიურ განზომილებაში
    • · პოლიტიკური სივრცე: თამაში წესების გარეშე?
    • · პიროვნება ჯგუფების სისტემაში და საზოგადოებრივ ინსტიტუტებში
    • · ტრანსფორმაციული პროცესები პოსტსაბჭოთა სივრცეში
    • · ეთნიკური და ნაციონალური საკითხები XXI საუკუნეში
    • · გენდერული პრობლემატიკა სოციოლოგიაში
    • · განათლება ცოდნის საზოგადოებაში: სოციოლოგიური რეფლექსიის პრობლემები
    • · სოციალური მუშაობის თეორიულ-მეთოდოლოგიური და მეთოდური პრობლემები
    • · სამყაროს დევიაცია და დევიაციის სამყარო
    • · ახალგაზრდობა და მისი ფასეულობები თანამედროვე სამყაროში
    • · თანამედროვეობის კონფლიქტები: ევოლუციური ტენდენციები
    • · სოციალური პოლიტიკისა და სოციალური სამუშაოს სოციალური თანხლება
    • · სოციოლოგიურ დისკურსში ეკოლოგიური მიმართულება
    • · სოციოლოგიურ გამოკვლევებში
    • · საჯარო სოციოლოგია: მითი თუ რეალობა
    • · ანთროპოსოციოგენეზი - სოციოლოგიის „თეთრი ლაქა“ 
კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია, ასევე, „მრგვალი მაგიდის“ ორგანიზება.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2013 წლის 10 იანვარი.
საორგანიზაციო გადასახადია 50 უკრაინული გრივნა (რეგისტრაციის დროს).
დეტალური ინფორმაციისათვის მიმართეთ:
ელ ფოსტა: socio.sno@gmail.com

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები