კონფერენცია



III საერთაშორისო კონფერენცია
“ვერბალური კომუნიკაციური ტექნოლოგიები-2010”
 
(საქართველო, თბილისი, 2012 წ. 8-10 ნოემბერი)
საინფორმაციო წერილი, N1
 
 
პატივცემულო კოლეგებო,
 
საორგანიზაციო კომიტეტს აქვს პატივი გაცნობოთ, რომ 2012 წლის 8–10  ნოემბერს ქ. თბილისში (საქართველო) საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ატარებს III საერთაშორისო კონფერენციას“ვერბალური კომუნიკაციური ტექნოლოგიები-2012”. 
 
კონფერენციის თემაა: “ვერბალური კომუნიკაციები სივრცესა და დროში”
 
კონფერენციის სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური, რუსული
 
კონფერენციის მუშაობა ივარაუდება შემდეგი მიმართულებებით: 
  1. ვერბალური კომუნიკაციების თეორია და პრაქტიკა;
  2. კომუნიკაციური ლინგვისტიკა;
  3. ჰუმანიტარული მეცნიერებანი და ვერბალური კომუნიკაციური ტექნოლოგიები;
  4. ლიტერატურათმცოდნეობა: კომუნიკაციური მოდელები მხატვრული
  5. ტექსტის სივრცეში;
  6. ვერბალური კომუნიკაცია და საინფორმაციო სისტემები;
  7. კომუნიკაციური ტექნოლოგიები საინჟინრო და ტექნიკურ სფეროებ­ში;
  8. უცხო ენები XXI საუკუნის დასაწყისის კულტურათშორის კომუნიკა­ციებში;
  9. კომუნიკაციური ტექნოლოგიები სამართალმცოდნეობასა და სოცი-ალურ დისციპლინებში;
  10. უცხო ენები და ვერბალური კომუნიკაციური ტექნოლოგიები: სიახ­ლე სწავლების მეთოდიკაში;
  11. თარგმანი, როგორც კულტურათაშორისი კომუნიკაციის საშუალება;
  12. კომუნიკაციური ტექნოლოგიები ჟურნალისტიკაში;
  13. კომუნიკაციური ტექნოლოგიები იურისტპრუდენციაში;
  14. კომუნიკაციური ტექნოლოგიები პოლიტიკაში;
  15. კომუნიკაციური ტექნოლოგიები ეკონომიკასა და ბიზნესში. 
კონფერენციაზე ივარაუდება მუშაობის შემდეგი ფორმები: 
  • დასწრებული და დაუსწრებელი მონაწილეობა;
  • დაუსწრებელი მონაწილეობა.
საორგანიზაციო კომიტეტი წინასწარ გამოაქვეყნებს კონფერენციაზე წარმოდგენილ ყველა იმ მოხსენებას, რომლებიც გაივლიან ექსპერტიზას. მოხსენებათა კრებულის ელექტრონული ვერსია, კონფერენციის მონაწილე-ებს დაეგზავნება წინასწარ, ხოლო სტამბური ვარიანტი შეეთავაზებათ კონფერენციის მუშაობის დაწყების წინ.
 
რეგლამენტი:
  • პლენარულ სხდომაზე მოხსენებისათვის 30 წუთი;
  • სექციურ სხდომებზე გამოსვლისათვის _ 10 წუთი;
  • დისკუსიისათვის _ 5 წუთამდე.
განაცხადები მონაწილეობის შესახებ და მოხსენებათა ტექსტები მიი­ღება 2012 წლის 30სექტემბრამდე.
 
 e-mail: media@gtu.ge
 
  კონფერენციაზე დაშვების გადაწყვეტილება განმცხადებლებს ეცნო­ბებათ დამატებით.
 
  მოხსენებათა ტექსტების გაფორმებისათვის წაყენებული მოთხოვნები:
 
მოხსენების ტექსტი საორგანიზაციო კომიტეტს წარედგინება ელექტრო­ნუ­ლი ფოსტით, შემდეგ მისამართზე: jago-Temo @ rambler.ru, ელექტრო­ნუ­ლი წერილის დამატების სახით Microsoft Wordფორმატში ქართულ ენაზე, არა უგვიანეს 2012 წლის 30 მაისისა.
მოხსენების მოცულობა არა უმეტეს 5 გვერდისა.
შრიფტი (Font) _ Akad Nusx 12 (ქართული ენისთვის) _ Tims New Roman, 12 (ინგლისური და რუსული ენებისათვის). თუ ისეთი ნიშნები გჭირდებათ, რომლებიც არ მოეპოვება შემოთავაზებულ შრიფტებს, გამო­ი­ყენეთ სტანდარტული შრიფტები (Symbol). ორიგინალური შრიფტების გა-მოყენების შემთხვევაში მათი ფაილები (*ttf ფორმატი _ True Type Font) აუცილებლად უნდა გამოიგზავნოს მოხსენებასთან ერთად ელექრონული წერილის დამატება.
ტექსტური ხაზგასმებისათვის გამოიყენეთ კურსივი და სანახევროდ მუქი შრიფტი. ხაზგასმების, თავკიდური ასოების გამოყენება დაუშ­ვებელია. სქემების, გრაფიკებისა, ილუსტრაციებისათვის გამოი­ყენე­ბა მხო­ლოდ Microsoft Office-ს სტანდარტული პაკეტის პროგრამები. ნებისმიერ შემთხვევაში გრაფიკა Microsoft Word-ის დამატებაში შექმნილი თქვენი ფაილის შიგნით უნდა განთავსდეს.
მინდვრები (Margins) _ ზედა 2 სმ, ქვედა _ 2,5 სმ, მარცხნივ _ 3 სმ, მარჯვნივ _ 2 სმ. სტრიქონებს შორის ინტერვალი _ 1 მმ.
 
  “ქუდის” გაფორმება (ყოველი პუნქტი ახალი აბზაცით) 
  • მოხსენების სათაური _ 14 მუქი, განვრცობა ცენტრისკენ;
  • ავტორის (ავტორთა) ინიციალი და გვარი (გვარები) _ 12, მუქი, კურსივი;
  • ორგანიზაციის სახელწოდება, რომელსაც წარმოადგენს ავტორი _ 10, კურსივით, განვრცობა მარჯვენა მხრისაკენ;
  • საკვანძო სიტყვები (არაუმეტეს 5 სიტყვისა ან სიტყვათშეთანხმები­სა) _ 10 შრიფტით, განვრცობა აბზაცის სიგანით;
  • კონფერენციის პროგრამის სასურველი განყოფილება_12 შრიფტით, განვრცობა სიგანეზე უაბზაცოდ.
  • აბზაცი _ ავტომატური.
გამოგზავნილ მოხსენებათა ტექსტების საფუძველზე შეირჩეს ის მოხსენებები, რომლების კონფერენციაზე წარდგენა-განხილვასაც მეტი დრო დაეთმობა.
 
უცხოელ მონაწილეთა სარეგისტრაციო შესატანია 100$ (აშშ დოლარი), საქართველოს მოქალაქეთათვის _ 50 ლარი (GEL).
 
თანხების შეტანა ხორციელდება გადარიცხვით შემდეგი საბანკო რეკ­ვი­ზი­ტების მიხედვით:
 
ბანკის კოდი (მფო) _ 220101819;
მიმღები _ ბორის იმნაძე;
საანგარიშსწორებო ანგარი _ 80636512500053/CEL;
 
თიბისი ბანკი
საბანკო კოდი (მფო) -220101819
მიმღები -  ბორის იმნაძე
ანგარიში– 80636512500053/GEL
TBC ბანკი
  
გადასახადის დასახელება:    კონფერენციის “ვერბალური კომუნიკაციური ტექნოლოგიები 2012
სარეგისტრაციო გადასახადი.
   
საწევრო შესატანის გადახდის ვადა: 2012 წლის 15 ივლისიდან 2012 წლის 30სექტემბრამდე.
 
ქვითრის ორიგინალი (დედანი) წარედგინება ორგკომიტეტს კონფე-რენციაზე რეგისტრაციის დროს, ან (დაუსწრებლად მონაწილეობის შემთხვევაში) უნდა გამოიგზავნოს სკანირებული ფაილით მისამართზე:
 
კონტაქტები:
საორგანიზაციო კომიტეტის მისამართი:
 
0175, თბილისი,   საქართველო, კოსტავას ქ. 77; საქართველოს ტექმიკური უნივერსიტეტი, VI კორპუსი. ბიზნეს–ინჟინერინგის ფაკულტეტი, ლიბერალური მეცნიერებების დეპარტამენტი, ოთახი 801, 802.   
 
სრული პროფ. თემურ ჯაგოდნიშვილი (+995577)43-22-52
სრული პროფ. ბორის იმნაძე (+995032)236-51-07;  
ასოც. პროფ. თამარ მებუკე (+995599)90-74-95;
ასოც. პროფ. ტატიანა მეგრელიშვილი (+995599)57-68-82;
    
კონფერენციის e-mail: mebuket@yahoo.com
პატივისცემით, კონფერენციის ორგკომიტეტი

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები