სტუდენტთა რესპუბლიკური კონფერენცია



საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტი
2012 წლის 28-29 აპრილს მართავს სტუდენტთა რესპუბლიკურ
კონფერენციას თემაზე
"კულტურა და დიპლომატია"
 
კონფერენცია გაგრძელდება ორი დღე და შედგება ფორმალური და არაფორმალური ნაწილისგან.
არაფორმალური ნაწილი დაეთმობა გაცნობითი ხასიათის პრეზენტაციას, სადაც სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცემათ საზოგადოებას გააცნონ თავი და წარადგინონ თავიანთი უნივერსიტეტი.
ფორმალურ ნაწილში სტუდენტები უშუალოდ წარადგენენ თავიანთ ნაშრომებს, რომელთა შეფასება ჟიურის მხრიდან მოხდება შემდეგი კრიტერიუმების დაცვით:
 
•     თემის სიახლე;
•     ანალიტიკური აზროვნება;
•     საკითხის ძირეული ცოდნა;
•     დისკუსიის კულტურა;
•     თემის აქტუალობა;
•     სტილი.
პრეზენტაციის მაქსიმალური დროა 15 წთ (კითხვა- პასუხის ჩათვლით).
კონფერენციის პირველი დღე გამოავლენს ფინალისტებს, რომლებიც მეორე ტურში ნაშრომებს სხვა კუთხით გააშუქებენ.
 
ნაშრომის გაფორმების წესი: ნაშრომი სრულდება A4 ფორმატზე 1.5 ნაბეჭდი ტექსტით, მინდვრები 2სმ, ნაშრომი შესრულებული უნდა იყოს DOC ფაილის სახით (MS-WORD) ჩაწერილი. ქართული ტექსტისთვის Acad Nusx, ზომა 12. ფოტოების და სხვა გრაფიკული გამოსახულების კომპიუტერული ვარიანტი შესრულებული უნდა იყოს JPG ფორმატში.
 
განაცხადს უნდა ახლდეს:
•  მომხსენებლის გვარი, სახელი;
•  ტელეფონის ნომერი, ელ.ფოსტა;
•  მოთხოვნა აუდიო-ვიზუალურ უზრუნველყოფაზე (პროექტორი, ლეპტოპი და ა.შ) 
საკონფერენციო ნაშრომის თეზისების წარდგენის ბოლო ვადაა 2 აპრილი (თეზისის მოცულობა დაახლოებით 300-500 სიტყვა).
 
კონფერენციაში საქართველოს თითოეული უნივერსიტეტიდან წარმოდგენილი იქნება მაქსიმუმ ორი სტუდენტი.
რეგიონებიდან ჩამოსული სტუდენტები ორი დღის მანძილზე უზრუნველყოფილნი იქნებიან საცხოვრებლითა და კვებით.
თითოეულ მონაწილე სტუდენტს გადაეცემა სამახსოვრო საჩუქრები და სერთიფიკატები. 3 გამარჯვებულს კი დამატებით - ფულადი პრემია.
 
კონფერენცია დაიხუ   რება 29 აპრილს საზეიმო ვითარებაში.
 
კონფერენციის გამართვის ადგილი: თბილისი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსი, კოსტავას 77.
 
საორგანიზაციო ჯგუფი:
 
გოგეშვილი სალომე 555 97 08 52; salome.gogeshvili@yahoo.com
ფურელიანი ანა 598 38 38 78; purelianiani@mail.ru
ბეჭვაია ბიძინა 579 07 12 92
 
პროექტის მხარდამჭერი:
სტუ-ს სპორტის, კულტურის, სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის დეპარტამენტი;
სტუ-ს სტუდენტური თვითმმართველობა 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები