XV საერთაშორისო კონფერენცია NEW PROLAMAT 2013

 
2013 წლის 19-21 ივნისს დრეზდენში (გერმანია) გაიმართება XV საერთაშორისო კონფერენცია NEW PROLAMAT 2013.
 
კონფერენციის ორგანიზატორები არიან ინფორმაციის დამუშავების საერთაშორისო ფედერაცია (IFIP) და ტექნიკური კომიტეტი #5.
კონფერენციის სამეცნიერო მიმართულებებია:
 
1.      პროდუქტის რეალიზაციასთან დაკავშირებული საინფორმაციო ტექნოლოგიები, ვირტუალური პროდუქტი და პროცესის ოპტიმიზაცია
2.      ავტომატური პროცესის დაგეგმვა, სიმულაცია და ინტეგრაცია პროდუქტისა და წარმოების მონაცემთა მენეჯმენტში
3.      პროგრამული უზრუნველყოფის განვითარება მრავალღერძული მაღალი სისწრაფის და მაღალი სიზუსტის წარმოებაში
4.      დამატებითი წარმოების სწრაფი ინოვაცია და მასობრივ მომხმარებელზე მორგებული წარმოება
5.      პროცესის მართვა და მონიტორინგი ახალი საწარმოო პროცედურებისთვის
6.      წარმოების ხარისხის მართვა, რევერსიული ინჟინერინგი
7.      მდგრადი წარმოების რესურსების მენეჯმენტი
8.      ცოდნის ინჟინერინგი და მომავალზე ორიენტირებული განათლება
9.      ვირტუალური და გაფართოებული წარმოება და პროდუქტები
 
 
კონფერენციასთან დაკავშირებით ინფორმაციისათვის მიმართეთ:
 
პროფ. ჯორჯ კოვაჩი (Prof. George L.  Kovacs)
 
პროფ.დეტლეფ კოჩანი (Prof. Detlef Kochan)
E-mail: detlef.kochan@zaft.htw-dresden.de

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები