საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია - „ენერგეტიკის თანამედროვე პრობლემები და მათი გადაწყვეტის გზები“

საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია - „ენერგეტიკის თანამედროვე პრობლემები და მათი გადაწყვეტის გზები“

08-08-2019

fotkaსაქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში 7-11 ოქტომბერს ჩატარდება საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია - „ენერგეტიკის თანამედროვე პრობლემები და მათი გადაწყვეტის გზები“.

კონფერენციის ორგანიზატორები: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი; ნაციონალური ტექნიკური უნივერსიტეტი - „ხარკოვის პოლიტექნიკური ინსტიტუტი; საქართველოს ენერგეტიკის აკადემია; სს „თელასი“;  სს „ენერგო პრო ჯორჯია“; სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“; შპს „მონტაჟ ჯორჯია“; შპს „ელ ინდასტრი ჟორჟია“;

კონფერენციის ძირითადი მიმართულებები: ელექტროენერგეტიკული სისტემები და კომპლექსები; ელექტრომექანიკური სისტემები; ელექტრომოხმარების ტექნოლოგიები; ძალური ელექტრონიკა; ენერგოეფექტიანობა და განახლებადი ენერგიის წყაროები; ენერგორესურსების დამზოგი ტექნოლოგიები ენერგეტიკაში;  ინფორმაციული და ციფრული ტექნოლოგიები ენერგეტიკაში; ენერგეტიკის ეკონომიკა, მენეჯმენტი, მართვა, რეგულირება; ეკოლოგია და გარემოს დაცვა; სპეციალისტების მომზადება ენერგეტიკის მიმართულებით.

საორგანიზაციო კომიტეტი:

არჩილ ფრანგიშვილი - კონფერენციის თავმჯდომარე, საქართველოს ტექნიკური უნივერსირტეტის რექტორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.

ევგენი სოკოლი - კონფერენციის თანათავმჯდომარე. ნტუ „ხპი“-ის რექტორი, უკრაინის მეცნიერებათა ნაციონალური აკადემიის წევრ-კორესპოდენტი;

რევაზ არველაძე - კონფერენციის თანათავმჯდომარე. ტ.მ.დ., პროფესორი, საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტი;

ვლადიმერ კლეპიკოვი - კონფერენციის თანათავმჯდომარე. ტ.მ.დ., პროფესორი, უკრაინის ინჟინერ ელექტრიკოსთა ასოციაციის პრეზიდენტი;

გია არაბიძე - კონფერენციის თავმჯდომარე. ტ.მ.დ., პროფესორი, სტუ-ის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის დეკანი;

ბადურ ჭუნაშვილი - კონფერენციის თანათავმჯდომარე. ტ.მ.დ., პროფესორი. სტუ-ის ელექტრომოხმარების ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი;

ალექსანდრე პეტროსიანი - კონფერენციის პასუხისმგებელი მდივანი, აკადემიური დოქტორი. სტუ-ის ასოცირებული პროფესორი.

კონფერენციის სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური, რუსული.

პუბლიკაცია: მასალები გამოქვეყნდება საქარტველოს ენერგეტიკის აკადემიის სამეცნიერო ჟურნალ „ენერგია“-ს სპეციალურ თემატურ გამოცემაში.

სტატიის მოცულობა შეადგენს A4 ფორმატის 4-6 გვერდს, ერთი ავტორისაგან მიიღება არა უმეტეს ორი ნაშრომისა.

საკონტროლო თარიღები:

2019 წლის 31 აგვისტომდე - განცხადების მიღება მონაწილეობის შესახებ (ელ.ფოსტით);

2019 წლის 10 სექტემბრამდე - გამოსაქვეყნებელი მასალების მიღება ელექტრონული სახით;

2019 წლის 15 სექტემბრამდე - შეტყობინება მასალის გამოსაქვეყნებლად მიღების თაობაზე. 

ჟურნალ “ენერგია” – ში წარსადგენი ნაშრომის გაფორმების წესები იხ.  ბმულზე

სიახლეებში დაბრუნება