საერთაშორისო კონფერენცია „ევროპული კვლევები“

საერთაშორისო კონფერენცია „ევროპული კვლევები“

22-07-2019

2019 წლის 19-20 დეკემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ევროპისა და ამერიკის კვლევების ინსტიტუტთან (ათენი) თანამშრომლობით, აღმოსავლეთის პარტნიორობის 10 წლისთავის ფარგლებში, ატარებს საერთაშორისო კონფერენციას ,,ევროპული კვლევები“.

კონფერენციის თემატიკა მოიცავს შემდეგ დარგებს: პოლიტიკა, ეკონომიკა, სამართალი, ისტორია, ფილოლოგია, კულტურა, უსაფრთხოება, რელიგია. სამეცნიერო ნაშრომებისა და მოხსენებების თემატიკა, ძირითადად, დაკავშირებული უნდა იყოს ევროპასთან. 

კონფერენციაში მონაწილე მეცნიერებისა და მკვლევრების სტატიები გამოიცემა ინგლისურენოვანი კრებულის სახით. 

დაინტერესებული პირები კონფერენციის ორგანიზატორებს უნდა დაუკავშირდნენ სექტემბრის ბოლომდე. E-mail: euroinstitute@gtu.ge

სიახლეებში დაბრუნება