კონფერენცია "აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავი - ახალგაზრდული პერსპექტივა"

კონფერენცია "აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავი - ახალგაზრდული პერსპექტივა"

05-06-2019

კონფერენცია  ახალგაზრდებს აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყნიდან და ევროკავშირიდან უქმნის უნიკალურ პლატფორმას, სადაც მონაწილეები შეძლებენ გაეცნონ ინიციატივის მიღწევებს,არსებულ გამოწვევებს, განიხილონ აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების პერსპექტივები, გაეცნონ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს და გაიგონ ევროკავშირის როლისმნიშვნელობა საქართველოს მაგალითზე.

ღონისძიებას ექნება ძლიერი ახალგაზრდული კომპონენტი, რომელიც აისახება დისკუსიებსა და თემატურ სემინარებზე, რომელიც ეფუძნება ინიციატივის ოთხ ძირითად მიმართულებას:ეკონომიკური განვითარება; კარგი მმართველობა, გარემოს დაცვა და ენერგო ეფექტურობა, ხალხთა შორის მობილობა.


სიახლეებში დაბრუნება