მე-5 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფე­რენცია - „გეოლოგიის დარგის სიძლიერე ეკონომიკის აღორძინების წინაპირობაა“

მე-5 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფე­რენცია - „გეოლოგიის დარგის სიძლიერე ეკონომიკის აღორძინების წინაპირობაა“

22-05-2019

2019 წლის 29-30 მაისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში გაიმართება საქართველოს მინერალოგიური საზოგადოების მე-5 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფე­რენცია თემაზე: „გეოლოგიის დარგის სიძლიერე ეკონომიკის აღორძინების წინაპირობაა“.

 

ონფერენციის ჩატარების ადგილი: გიორგი ნიკოლაძის სახ. საკონფე­რენციო დარბაზი, სტუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი

მონაწილეთა რეგისტრაცია: 09:00 – 10:00

კონფერენციის დასაწყისი: 10:00 


კონფერენციას გახსნის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი არჩილ ფრანგიშვილი.

 

კონფერენცია ეძღვნება გეოლოგიის, სამთო საქმისა და გარემოსდაცვითი პრობლე­მე­ბის შეფასებისა და გადაწყვეტის ღონისძიებებს, კერძოდ:   

  • საქართველოს ბუნებრივი რესურსების თანამიმდევრულ შესწავლას
  • მინერალური რესურსების კლასიფიკაციას
  • წყლის რესურსების (მტკნარი, მინერალური და თერმული) მართვას
  • წყლის რესურსების რაციონალურ გამოყე­ნებასა და სწორი გარემოსდაცვითი  ღონისძიებების გატარებას
  • ნარჩენების მართვას
  • დიდი ნაგებობების, მათ შორის, ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის საქმეში არსებული საინჟინრო-გეოლოგიური, ეკოლოგიური და სოციალური ფაქტორების შესწავლას. 


სიახლეებში დაბრუნება