საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის თანამედროვე პრობლემები“

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის თანამედროვე პრობლემები“

29-05-2019 2019 წლის 7 ივნისს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, გიორგი ნიკოლაძის სახელობის  დარბაზში ჩატარდება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის თანამედროვე პრობლემები“.
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს 12 მომხსენებელი ხუთი ქვეყნიდან: საქართველო. აშშ,  თურქეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი.

სტუ-ის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის მოწვევით, საერთაშორისო კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებს არქიტექტურის კრიტიკოსი, ცნობილი ჟურნალისტი და არქიტექტორი ვლადიმერ ბელოგოლოვსკი - დამფუძნებელი კონტინენტშორისი კურატორული პროექტისა, რომელიც კონცენტრირებულია არქიტექტურული გამოფენების ორგანიზებასა და დიზაინზე (გამოცემული აქვს 200-ზე მეტი სტატია და ხუთი წიგნი).

კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის წევრები არიან: 
გ. ნაცვლიშვილი - ასოცირებული პროფესორი 
ნ. იმნაძე - პროფესორი 
ნ. ჩაჩავა - ასოცირებული პროფესორი
ნ. შავერდაშვილი - უფროსი  სპეციალისტი 
ნ. გობეჯიშვილი - უფროსი სპეციალისტი 

კონფერენციის მიზანია: 
  • საქართველოში, არქიტექტურისა და ურბანისტიკის სფეროში არსებული კრიზისის (პრობლემების) გამომწვევი ფაქტორების გამოვლენა მდგრადი განვითარების კონტექსტში;
  • ქალაქთმშენებლობითი პრობლემების აღმოსაფხვრელად პროფესიულ დისკუსიებში საზოგადოების ფართო ფენების, მათ შორის, უმაღლესი სახელისუფლებო სტრუქტურების ჩართვას;
  • ქართული არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის პრობლემატიკი უცხოელი კოლეგებისთვის გაზიარება და ამ პრობლემების გადაჭრის პროცესში, „ურბანისტიკის ევროპული ქარტიის“ ძირითადი დებულებების შესაბამისად, ურბანისტებისა და არქიტექტორების სოციალური როლის განსაზღვრა და დამკვიდრება.
  • სხვადასხვა ქვეყნის ურბანისტებსა და არქიტექტორებს შორის პროფესიული გამოცდილების გაზიარებას და გაცვლითი საინფორმაციო ბაზის შექმნა.
ცნობისათვის: 
ვლადიმერ ბელოგოლოვსკი თბილისში ჩაატარებს წიგნის „ნიუ-იორკი: არქიტექტურული გიდი: „1999-2020 პერიოდის  ნიუ იორკის 100 იკონიკური შენობის კრიტიკული ექსკურსი“ პრეზენტაციას, ასევე, საჯარო ლექციას თემაზე  - „ძირითადი ეტაპები და ტენდენციები თანამედროვე არქიტექტურაში.“

საჯარო ლექცია ჩატარდება ტექნოპარკის საკონფერენციო სივრცეში.
მის.: TECH PARK GEORGIA, ინოვაციის ქ. 7, ოქროყანა
საჯარო ლექციის ჩატარების დრო: 18:15 - 20:30

სიახლეებში დაბრუნება