საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ბავშვთა უფლებები“

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ბავშვთა უფლებები“

18-03-2019 2019 წლის 1 ივნისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის  სამეცნიერო-კვლევითი პროექტის „ბავშვთა უფლებების“ ფარგლებში, ტარდება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „ბავშვთა უფლებები“. 

კონფერენციაზე წარსადგენი მოხსენებები შეიძლება ეხებოდეს  შემდეგ თემებს: ბავშვთა უფლებები საქართველოში, ადამიანის  ძირითადი უფლებები და  ბავშვთა უფლებები, ბავშვთა უფლებების კონვეცნია, ბავშვთა უფლებების დაცვა სასამართლო გადაწყვეტილებებში, ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო მექანიზმები, ბავშვთა დისკრიმინაცია, ოჯახური ძალადობა და ალტერნატიული მზრუნველობა, ბავშვთა სიღარიბე, ბავშვთა უფლებები და სოციალური ქსელები, ბულინგი, „ბავშვი ჯარისკაცები“,  ბავშვთა ადრეული განვითარება საქართველოში, ფიზიკური აღზრდა და სპორტული ცხოვრება, ბავშვთა იძულებითი შრომა, ბავშვთა უფლებები სკოლამდე დაწესებულებებში, ბავშვთა პირადი, სოციალური, კულტურული, პოლიტიკური უფლებები და სხვა. 

მონაწილეობის მიღება შეუძლიათ  აკადემიურ პერსონალსა და აკრედიტირებული უნივერსიტეტის  სამაგისტრო  და სადოქტორო პროგრამის სტუდენტებს. 
  • თითოეულ ნაშრომს შეიძლება ჰყავდეს ერთი ავტორი; 
  • აუცილებელია, ნაშრომს ახლდეს რეზიუმე ინგლისურ და ქართულ ენაზე; 
  • თითოეული ნაშრომი შემოწმდება პლაგიატზე. 
წარმოდგენილი საკონფერენციო ნაშრომი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ ტექნიკურ მონაცემებს: 
  • ნაშრომის მოცულობა: 8-10 გვერდი 
  • ინგლისური და ქართული რეზიუმეს მოცულობა: არაუმეტეს 250 სიტყვისა; 
  • ძირითადი ტექსტისა და სქოლიოების შრიფტი: Sylfaen 
  • ძირითადი ტექსტის შრიფტის ზომა – 11, სქოლიოების ტექსტი – 9; 
  • ინტერვალი სტრიქონებს შორის – 1.15
  • გვერდების საზღვრები – 1.9 სმ 
წარმოდგენილი ნაშრომები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით: 
  1. შინაარსის შესაბამისობა სათაურთან 
  2. თემის აქტუალობა 
  3. აზრის ჩამოყალიბებისა და გამოხატვის სტილი 
  4. საკითხის ავტორისეული შეფასება (ინდივიდუალური ხედვა) 
  5. ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისობა 
  6. ციტირების ტექნიკა 
  7. გამოყენებული ლიტერატურის მრავალფეროვნება 
შერჩეული საკონფერენციო მოხსენებები დაიბეჭდება საკონფერენციო ნაშრომთა კრებულში; შესაბამისად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას, მოახდინოს ნაშრომის კორექტირება ავტორთან შეთანხმებით. 

საკონფერენციო მასალების წარმოდგენის ბოლო ვადა: 10 აპრილი, 2019 წელი. 
 
დაინტერესებულმა პირებმა ნაშრომი უნდა წარმოადგინონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: law@gtu.ge 
მეილში მიუთითეთ ავტორის სახელი და გვარი, სტატუსი (თუ რომელი უსდ-ს სტუდენტია), საკონტაქტო ტელეფონი და ელ-ფოსტა. 

სიახლეებში დაბრუნება