XХIV საერთაშორისო სამეცნიერო - ტექნიკური კონფერენცია “ავტომატიზებული ელექტრომოწყობილობების პრობლემები. თეორია და პრაქტიკა”

XХIV საერთაშორისო სამეცნიერო - ტექნიკური კონფერენცია “ავტომატიზებული ელექტრომოწყობილობების პრობლემები. თეორია და პრაქტიკა”

11-02-2019 2019 წლის 9-13 სექტემბერს ოდესის საზღვაო აკადემიაში (უკრაინა) ჩატარდება XХIV საერთაშორისო სამეცნიერო - ტექნიკური კონფერენცია თემაზე: “ავტომატიზებული ელექტრომოწყობილობების პრობლემები. თეორია და პრაქტიკა”. კონფერენცია ეძღვნება ოდესის ეროვნული უნივერსიტეტის „ოდესის საზღვაო აკადემიის“ დაარსების 75-ე წლისთავს. 

ღონისძიების თანაორგანიზატორები არიან: 
  • უკრაინის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (უკრაინა) 
  • უკრაინის ინჟინერ-ელექტრიკოსების ასოციაცია (უკრაინა) 
  • ეროვნული ტექნიკური უნივერსიტეტი (უკრაინა)
  • ხარკოვის პოლიტექნიკური ინსტიტუტი (უკრაინა)
  • უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის ელექტროდინამიკის ინსტიტუტი (უკრაინა) 
  • უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის  სამეცნიერო საბჭო (უკრაინა) 
  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (საქართველო)
  • მაგდებურგის ფრაუნჰოფერის ინსტიტუტი (გერმანია) 
  • მაგდებურგის ოტო ფონ გერიკის უნივერსიტეტი (გერმანია) 
კონფერენციის  თემატური  მიმართულებებია: 

სექცია1.  ავტომატიზებული  ელექტრომოწყობილობების თეორია
 
სექცია 2.  გემთმშენებელი და სამრეწველო  ელექტრომოწყობილობების თანამედროვე სისტემები 

სექცია 3. ავტომატიზაცია, მოდელირება და ოპტიმიზაციის მეთოდები 

სექცია 4. ნეიტრონული ქსელები, გენეტიკური ალგორითმები და ფაზი-ლოგიკა ელექტრომექანიკაში. 

სექცია 5. დიაგნოსტიკა ელექტრომექანიკურ სისტემებში. 

სექცია 6.  სპეციალისტების მომზადება შემდეგი პროფილებით: ელექტროენერგეტიკა, ელექტროტექნიკა და ელექტრომექანიკა 

კონფერენციის სამუშაო ენებია: უკრაინული, რუსული, ინგლისური, გერმანული 
საკონფერენციო მასალების ელექტრონული ფორმით წარდგენის ბოლო ვადაა 01.06.2019 
კონფერენციასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციისა და რეგისტრაციისათვის იხილეთ ღონისძიების ვებგვერდი.

სიახლეებში დაბრუნება