საერთაშორისო კონფერენცია: “ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივის გეოპოლიტიკური ასპექტები“

საერთაშორისო კონფერენცია: “ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივის გეოპოლიტიკური ასპექტები“

13-12-2018

2018 წლის 18-19 დეკემბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის, ჩინეთის კვლევითი ინსტიტუტის და ჩინეთის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ერთობლივი საერთაშორისო კონფერენცია: “ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივის გეოპოლიტიკური ასპექტები“.

საკონფერენციო ნაშრომები მიიღება, ძირითადად, შემდეგი მიმართულებებით:

  1. “ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივის ისტორიული და ეკონომიკური ასპექტები
  2. თანამედროვე პროცესები ჩინეთის საზოგადოებაში
  3. საქართველო-ჩინეთის ურთიერთობები: პრობლემები და პერსპექტივები

კონფერენციის სამუშაო ენებია ქართული, ჩინური, ინგლისური და რუსული.

მოთხოვნები კონფერენციაში მონაწილეობასთან დაკავშირებით:

  • კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აკადემიური წრის არმომადგენლებს და დოქტორანტებს, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით; მაგისტრატურის სტუდენტებს მონაწილეობის მიღება შეუძლიათ პროფესორის ხელმძღვანელობით;
  • კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა პირველ ეტაპზე უნდა გააგზავნონ სამეცნიერო ნაშრომის თეზისები, ქართულ და ინგლისურ ენებზე (მაქსიმუმ 2 გვერდი), 2018 წლის 5 დეკემბრამდე.
  • საკონფერენციო ნაშრომი ქართულ ან ინგლისურ ენაზე უნდა გაიგზავნოს 2018 წლის 12 დეკემბრამდე;
  • ნაშრომი შეიძლება იყოს შესრულებული ერთი ან ორი ადამიანის მიერ;
  • თეზისები და ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი მოთხოვნების დაცვით;
  • ძირითადი ტექსტისა და სქოლიოების შრიფტი - Sylfaen (ქართ.) და Sylfaen (ლათ.);
  • ძირითადი ტექსტის შრიფტის ზომა - 11, სქოლიოების ტექსტის შრიფტის ზომა - 9;
  • სქოლიოები უნდა იყოს განთავსებული ყოველი გვერდის ბოლოს;
  • ნაშრომს უნდა დაერთოს გამოყენებული ლიტერატურის ნუსხა;
  • ინტერვალი - 1.1, გვერდების საზღვრები - 1.9 კონფერენციის მონაწილეებს გადაეცემათ სათანადო სერტიფიკატები.

თეზისები და ნაშრომები უნდა გაიგზავნოს ელ.ფოსტაზე: law@gtu.ge

ტელ.: 598 33 22 05



სიახლეებში დაბრუნება