სტუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით

09-03-2018

განცხადება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნების დანიშვნის შესახებ 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 14 თებერვლის #01-05-04/26 დადგენილების შესაბამისად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის არჩევნები აკადემიურ საბჭოში დაინიშნა 2018 წლის 27 მარტს, ხოლო აკადემიური საბჭოს მიერ არჩეული კანდიდატის წარმომადგენლობით საბჭოში დამტკიცება - 2018 წლის 28 მარტს. კანდიდატთა სამოქმედო პროგრამების მოსმენა აკადემიურ საბჭოში გაიმართება 2018 წლის 26 მარტს.

არჩევნებში მონაწილე კანდიდატთა რეგისტრაცია იწყება 2018 წლის 13 მარტიდან და მიმდინარეობს 2018 წლის 20 მარტის ჩათვლით.

უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნებში მონაწილეობის მიღება შეუძლია პირს, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) აქვს აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ბ) გააჩნია სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
კონკურსანტმა საარჩევნო კომისიას უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და ასლი; 
ბ) სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) ავტობიოგრაფია (CV);
დ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და ასლი;
ე) სამოქმედო პროგრამა;
ვ) 1 ფოტო სურათი (ზომით 3x4 სმ).

საბუთები მიიღება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში. მის: კოსტავას ქ. #77, მე-3 სართული, ოთახი #325. საკონტაქტო პირი - დენიტა ბიბილეიშვილი, ტელ.: 2 36 41 84, საბუთების მიიღება იწარმოებს ყოველ დღე 10:00-დან 17:00 საათამდე.

სიახლეებში დაბრუნება