ევროპის სასკოლო ოლიმპიადა Lions

06-02-2017 ევროპის სასკოლო ოლიმპიადა Lions იწყებს ერთ-ერთი მასშტაბური სასკოლო ოლიმპიადის გაზაფხულის სეზონის განხორციელებას და მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, გამოავლინონ უნარები თავისუფალ აზროვნებაში და მიაღწიონ წარმატებას საბაზისო საგნობრივი ცოდნით.

ოლიმპიადისთვის განკუთვნილი ტესტების შედგენა მოხდება აღნიშნულ სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე საერთაშორისო საგანმანათლებლო პარტნიორებთან კონსულტაციის საფუძველზე, ოლიმპიადამდე კი განსაზღვრულ სკოლებში ჩატარდება პრე-ტესტირება და მხოლოდ შეფასებული ტესტები მიეწოდება ოლიმპიადის მონაწილეებს.

ამ მიზნით ევროპის სასკოლო ოლიმპიადა Lions აცხადებს სტაჟიორთა მიღებას. სტაჟიორთა სამუშაო ითვალისწინებს:

• პარტნიორებთან ურთიერთობა
• სკოლებში პრეზენტაციის ჩატარება
• ოლიმპიადის შესაბამის სამუშაო ჯგუფში მუშაობა
• ოლიმპიადის მიზნების განხორციელებაში წვლილის შეტანა
• სამთავრობო და არასამთავრობო უწყებებთან ურთიერთობა
• სკოლის წარმომადგენლებთან კომუნიკაცია
• სტაჟიორის სამუშაო საათები იქნება შეთავსებით, რომელიც არ აღემატება კვირაში 12 საათს

სტაჟირების დასრულების შემდეგ მონაწილეები ისარგებლებენ შემდეგი ბენეფიტებით:

• სერტიფიკატი
• სტაჟირების დამადასტურებელ ცნობა
• ინდივიდუალური სარეკომენდაციო წერილი და დახასიათება
• აქტიური სტაჟიორები ოლიმპიადის მომდევნო ტურებში დასაქმდებიან კოორდინატორებად

სტაჟირების გავლის მსურველებმა უნდა შეავსონ შესაბამისი სააპლიკაციო ფორმა 10 თებერვლამდე.

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები