საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად ღია კონკურსს აცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად ღია კონკურსს აცხადებს

24-10-2019

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი  აცხადებს ღია კონკურსს სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტზე (კოსტავას ქ. №77, III კორპუსი, III სართული, ოთახი №308,  ტ. 238 00 50) 2019-2020 სასწავლო წლის მეორე სემესტრიდან 4 წლის ვადით პროფესორის აკადემიური თანამდებობის (0,5 საშტატო ერთეულზე 200 საათიანი დატვირთვით) დასაკავებლად.

განცხადებების მიღების და კონკურსის ჩატარების ვადები:

კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის დამატებითი ინფორმაცია (მათ შორის სწავლების საფეხურების, საგანმანათლებლო პროგრამების, საგანთა ჯგუფის და სხვ. შესახებ) გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე: www.gtu.ge. განცხადებების მიღება იწარმოებს 2019  წლის 25 ნოემბრიდან 02 დეკემბრის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა), 10.00-დან 17.00 საათამდე, საკონკურსო კომისიის სამდივნოში.

კონკურსი ჩატარდება 2019  წლის 12 დეკემბერს. კონკურსის პირველადი შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 2019  წლის 12 დეკემბრისა საკონკურსო კომისიის მიერ თვალსაჩინო ადგილზე და უნივერსიტეტის ვებგვერდზე: www.gtu.ge.

კონკურსის ჩატარების წესის დარღვევასთან დაკავშირებით განცხადებები/საჩივრები საკონკურსო კომისიაში მიიღება 2019  წლის 15 დეკემბრის ჩათვლით.

კონკურსის შედეგების დამტკიცება აკადემიურ საბჭოში და კონკურსის საბოლოო შედეგების გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე (www.gtu.ge) მოხდება არაუგვიანეს 2019 წლის 19 დეკემბრისა, კონკურსში გამარჯვებულ პირთან აფილირებისა და შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება მოხდება 2019-2020 სასწავლო წლის მეორე სემესტრიდან. 


II. საკონკურსო პირობები და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა  

კონკურსის ძირითადი პირობები:

პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება.

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირადად  (ან წარმომადგენლის მეშვეობით) უნდა წარმოადგინოს:

ა) სათანადო ფორმით შედგენილი და ხელმოწერილი განცხადება და ანკეტა (ფორმები იხ. სტუ-ს ვებგვერდზე), აგრეთვე მათში წარმოდგენილი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია: დიპლომი, სერტიფიკატი, მოწმობა, სიგელი, ცნობა და ა.შ. (დედანი და ასლი);

ბ) სამეცნიერო/აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი და ასლი);

გ) სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილების (სტაჟის) დამადასტურებელი საბუთი (საბუთები) დამოწმებული შესაბამისი ორგანიზაციის/დაწესებულების ბეჭდით;

დ) სამეცნიერო და სასწავლო-მეთოდური ნაშრომების ნუსხა, დამოწმებული შესაბამისი დაწესებულების/ ორგანიზაციის კომპეტენტური პირის ხელმოწერითა და ბეჭდით (დამოწმება ასევე შესაძლებელია უნივერსიტეტის შესაბამისი აკადემიური დეპარტამენტის ხელმძღვანელის ხელმოწერითა და აკადემიური დეპარტამენტის/ ფაკულტეტის ბეჭდით);

ე) პირადობის მოწმობა (დედანი და ქსეროასლი);

ვ) 2 ფოტოსურათი, 3X4.

 

III.  მონაწილეთა შეზღუდვა 

კონკურსში არ დაიშვება პირი, რომელსაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური თანამდებობის დაკავება შეზღუდული აქვს მოქმედი კანონმდებლობით.

აკადემიური საბჭო ხმათა კვალიფიციური უმრავლესობით (2/3-ით), ფარული კენჭისყრით, ინდივიდუალურად წყვეტს 65 წლისა და მეტი ასაკის მქონე პირის მიერ აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობის საკითხს. აღნიშნული ასაკის მქონე პირმა საკონკურსო კომისიაში დამატებით უნდა წარადგინოს აკადემიური საბჭოს თანხმობა. ამ მიზნით მან  განცხადება უნდა შეიტანოს უნივერსიტეტის კანცელარიაში წინამდებარე განცხადების გამოქვეყნებიდან 2019  წლის 11 ნოემბრის ჩათვლით. პირის დასწრება აკადემიური საბჭოს სხდომაზე მისი საკითხის განხილვისას სავალდებულოა, წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული საკითხი არ განიხილება.

პირი, რომელიც მუშაობს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და სტუ-ში გაიმარჯვებს კონკურსში, შრომითი ხელშეკრულების გაფორმებამდე სტუ-თან უნდა გააფორმოს აფილირების ხელშეკრულება.


IV. კონკურსის ჩატარების წესი  

კონკურსი ჩატარდება “უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, უნივერსიტეტის წესდებისა და “აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესის შესახებ” დებულების შესაბამისად, რომლებსაც კონკურსანტი გაეცნობა საკონკურსო კომისიებში და უნივერსიტეტის ვებგვერდზე.

საკონკურსო კომისიის მიერ გათვალისწინებული იქნება: კონკურსანტის კვალიფიკაციისა და კომპეტენციის შესაბამისობა საკონკურსო თანამდებობასთან, მათ შორის საკონკურსო თანამდებობის პროფილის შესაბამისი სამეცნიერო-კვლევითი, პრაქტიკული, სასწავლო-მეთოდური და პედაგოგიური საქმიანობა; სხვა აქტივობები, მიღწევები, კვალიფიკაციები, გამოცდილება და დამსახურება; ასევე (კომისიის გადაწყვეტილებით) კონკურსანტის მიერ ჩატარებული ლექციის ან/და საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსანტთან (კონკურსანტებთან) ჩატარებული ინტერვიუს შედეგები.

კონკურსის  შედეგების გასაჩივრება შესაძლებელია სასამართლოში, თანახმად მოქმედი კანონმდებლობისა.


დამატებითი ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულებზე:

  1. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად

  2. აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესი

  3. საქართველოსტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის აფილირების წესი

  4. განცხადების ფორმა

  5. კონკურსანტის ანკეტა

  6. 65  წლისა  და მეტი  ასაკის   მქონე პირის  კონკურსში  მონაწილეობის  შესახებ

  7. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აკადემიურ პერსონალთან დასადები აფილირების ხელშეკრულების ტიპიური ფორმა

  8. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აკადემიურ პერსონალთან დასადები შრომითი ხელშეკრულების ტიპიური ფორმა

  9. დანართი 1 სამთო–გეოლოგიური ფაკულტეტის ვაკანტური აკადემიური თანამდებობის შესაბამისი საგანთა ჯგუფი 

სიახლეებში დაბრუნება