დამატებითი ღია კონკურსი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულების სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად

დამატებითი ღია კონკურსი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულების სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად

12-04-2019


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (შემდგომში უნივერსიტეტი) აცხადებს ღია კონკურსს 5 წლის ვადით,  უნივერსიტეტის ქვემოთ ჩამოთვლილი დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევით ერთეულების სამეცნიერო თანამდებობების (მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი) დასაკავებლად:

  1. არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტი;
    მის: თბილისი, მინდელის ქ. #10, მე-4 სართული, ოთახი #1, ტელ.: 2 31 98 74 ქეთინო კვირიკაშვილი.
  2. საქართველოს საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრი.
    მის:  თბილისი, კოსტავას ქ. #69ა, მე-10 სასწავლო კორპუსის, მე-5 სართული, ოთახი #515, ტელ.: 599 46 93 07 რუსუდან ფირცხალავა.
     

    I განცხადებების მიღების და კონკურსის ჩატარების ვადები

  1. კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის დამატებითი ინფორმაცია (მათ შორის საკონკურსო ადგილების რაოდენობა სამეცნიერო კვლევითი ერთეულების მიხედვით, დეტალური დამატებითი მოთხოვნები, კონკურსანტის ანკეტა, კონკურსანტის განცხადება, კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში გასაფორმებელი შრომითი ხელშეკრულება) გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე: www.gtu.ge (შესაბამისი ინსტიტუტის ლინკზე). განცხადებების მიღება იწარმოებს 2019 წლის 13 მაისიდან 15 მაისის ჩათვლით, 1000-დან 1700 საათამდე ზემოთ მითითებულ მისამართებზე;
  2. კონკურსი ჩატარდება 2019 წლის 20 მაისს. კონკურსის პირველადი შედეგები გამოქვეყნდება 2019 წლის 21 მაისს შესაბამისი საკონკურსო კომისიის მიერ თვალსაჩინო ადგილზე და ინსტიტუტის ვებგვერდზე: www.gtu.ge (შესაბამისი ინსტიტუტის ლინკზე).
  3. კონკურსის ჩატარების წესის დარღვევასთან დაკავშირებით განცხადებები/საჩივრები საკონკურსო კომისიაში მიიღება 2019 წლის 24 მაისის  ჩათვლით;
  4.  კონკურსში გამარჯვებულ პირებთან შრომითი ხელშეკრულებები გაფორმდება 2019 წლის 1 ივნისიდან.

 
II. საკონკურსო პირობები

  1. კონკურსის ძირითადი პირობები:
    ა) მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება.;
    ბ) უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
    გ) მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.
  2. კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირადად  (ან წარმომადგენლის მეშვეობით) უნდა წარმოადგინოს:
    ა) სათანადო ფორმით შედგენილი და ხელმოწერილი განცხადება და ანკეტა (ფორმები იხ. ინსტიტუტის ვებგვერდზე), აგრეთვე მათში წარმოდგენილი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია: დიპლომი, სერტიფიკატი, მოწმობა, სიგელი, ცნობა და ა.შ. (დედანი და ასლი);
    ბ) სამეცნიერო/აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი და ასლი);
    გ) სამეცნიერო-კვლევითი გამოცდილების (სტაჟის) დამადასტურებელი საბუთი (საბუთები) დამოწმებული შესაბამისი ორგანიზაციის/დაწესებულების ბეჭდით;
    დ) სამეცნიერო და სასწავლო-მეთოდური ნაშრომების ნუსხა, დამოწმებული შესაბამისი დაწესებულების/ ორგანიზაციის ან მისი სტრუქტურული ერთეულის  კომპეტენტური პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
    ე) პირადობის მოწმობა (დედანი და ქსეროასლი);
    ვ) 2 ფოტოსურათი, 3X4.

    
III.  კონკურსის ჩატარების წესი

  1. კონკურსი ჩატარდება “უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, უნივერსიტეტის წესდებისა და შესაბამისი სამეცნიერო კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესის  შესაბამისად, რომლებსაც კონკურსანტი გაეცნობა საკონკურსო კომისიებში და უნივერსიტეტის ვებგვერდზე.
  2. საკონკურსო კომისიის მიერ გათვალისწინებული იქნება: კონკურსანტის კვალიფიკაციის და კომპეტენციის შესაბამისობა საკონკურსო თანამდებობასთან, მათ შორის საკონკურსო თანამდებობის პროფილის შესაბამისი სამეცნიერო-კვლევითი, პრაქტიკული და სხვა აქტივობები, მიღწევები, კვალიფიკაციები, გამოცდილება და დამსახურება; ასევე (კომისიის გადაწყვეტილებით)  კონკურსანტთან (კონკურსანტებთან) ჩატარებული ინტერვიუს შედეგები.
  3. კონკურსის  შედეგების გასაჩივრება შესაძლებელია სასამართლოში, თანახმად მოქმედი კანონმდებლობისა

სიახლეებში დაბრუნება