ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი

03-04-2019


ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ ორგანიზებული ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი წელსაც წარმატებით განხორციელდა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს ყველა რეგიონის მოსწავლე-გამომგონებელთა გუნდებმა მიიღეს. საფინალოდ შეირჩა 13 გუნდი, რომელთაგან 4 გუნდი მომზადებულ იქნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტში პროფესორების დავით სონღულაშვილისა და თეიმურაზ ჩიჩუას მიერ.

გამარჯვებული გუნდების გამოვლენისა და დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართა 28 მარტს რედისონ რესპუბლიკაში.

  • პირველი ადგილი:
    ბარნის სმარტლაბირინთი (გივი ზალდასტანიშვილის ამერიკული აკადემია, სკოლა აია-ჯესს, სკოლა პროგრესი, თბილისი, ქუთაისი) ხელმძღვანელი დ. სონღულაშვილი. გუნდი გაემგზავრება აშშ-ში  NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტში. 

  • მესამე ადგილი:
    ესკულაპე (სკოლა აია-ჯესს, წმ. ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური გიმნაზია, თბილისი, სენაკი) ხელმძღვანელი დ. სონღულაშვილი. გუნდი გაემგზავრება ბელგიაში ევროსფეისის საზაფხულო სკოლაში.

  • რეტრორეფლექტორული კუბური წახნაგიანი მოზაიკური ეკრანი და შლიერენის მობილური დეტექტორი ოპტიკური არაერთგვაროვნების გამოსავლენად (გიმნაზია AIA-GESS.) ხელმძღვანელი თ. ჩიჩუა.

    გუნდი მიემგზავრება აშშ-ში INTEL ISEF კონკურსში მონაწილეობისათვის. დაჯილდოებული არიან ინგლისში სამკვირიან ტრეინინგში მონაწილეობით. დაენიშნათ TBS ბანკის ყოველთვიური სტიპენდია (100ლარი) ერთი წლის ვადით.

  • აგრიკულტურული მოზაიკური ადიტიური შუქფილტრი აპკი შერჩევითი ფოტოსინთეზისათვის (გიმნაზია AIA-GESS.) ხელმძღვანელი თ. ჩიჩუა.

    გუნდის წევრები დაჯილდოვდნენ საქართველოს ფერმერთა ასოციაციის მიერ ერთი წლის განმავლობაში ყოველთვიური სტიპენდიით (100 ლარი) თვეში.

    აღსანიშვია, რომ ბოლო წლების განმავლობაში სტუ-ის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტში მომზადებული მოსწავლეთა გუნდები აღნიშნული კონკურსის უპირობო ლიდერებად გვევლინებიან.

 


სიახლეებში დაბრუნება