ჩვენს შესახებ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერების დეპარტამენტი
 
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერების დეპარტამენტი წარმოადგენს სტუ-ს სტრუქტურულ ერთეულს, რომლის ძირითადი საქმიანობაა უნივერსიტეტის დეპარტამენტებსა და სამეცნიერო-კვლევით ცენტრებში უახლესი ფუნდამენტური და გამოყენებითი ხასიათის საინჟინრო პრობლემების კვლევების ხელშეწყობა და განვითარება, რაც მთლიანობაში განსაზღვრავს ახალ, თანამედროვე სამეცნიერო მიღწევებზე ორიენტირებული განათლების მიღებას. კონკრეტულად, თანამედროვე ეტაპზე, მეცნიერების დეპარტამენტის მოღვაწეობის ძირითადი მიმართულებები შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს, როგორც:
· საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში წარმართული სამეცნიერო სამუშაოების აღრიცხვიანობის მოწესრიგება და სათანადო საინფორმაციო ბანკის შექმნა, სადაც დაფიქსირებული იქნება, როგორც სამეცნიერო ცენტრების მიერ წარმოებული სამეცნიერო მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, ასევე ის წარმატებული სამეცნიერო სამუშაოები, რომელთა შესრულებით დაკავებული არიან ჩვენში მოღვაწე პროფესორ-მასწავლებლები.
· ნახსენები საინფორმაციო ბანკის საფუძველზე მეცნიერების დეპარტამენტის ორ ენიოვანი (ქართულ-ინგლისური) ვებ-გვერდის შექმნა, რომლის იერარქიული სახე მოგვცემს იმის უფლებას რომ ზოგადი ინფორმაციის გარდა, ცალკე მსურველებმა განათავსონ ინფორმაცია საკუთარი სამეცნიერო მოღვაწობის შესახებ საფინანსო რესურსების მოზიდვის მიზნით.
· საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების ინფორმატიულობის ინტენსიფიკაციის მიზნით წარმოებს სხვადასხვა საგრანტო, თუ სხვა სამეცნიერო ფონდების შესახებ ინფორმაციის მოძიება და პერსპექტივაში ამ ინფორმაციის განვრცობა ვებ-გვერდის საშუალებით.
· საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ მასწავლებლებისათვის საგრანტო თუ სხვა ფონდების მიერ გამოცხადებული კონკურესებისათვის პროექტების გაფორმების ხელშეწყობა, რაც გამოიხატება ამ პროექტების საფინანსო, საპატენტო და ენობრივი უზრუნველყოფა.
· საქართველოს ეროვნული და საინჟინრო აკადემიებთან მჭიდრო კავშირის საფუძველზე საინჟინრო და სამეცნიერო მიმრთულებების პრიორიტეტულობის დადგენა, რის საფუძველზეც შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება სტუ-ში სამეცნიერო დარგების განვითარების ხელშეწჸობის მხრივ და სამეცნიერო მოღვაწეობის კოორდინაცია.
 
  აქ მოყვანილი ამოცანების გადაწყვეტის უზრუნველყოფა წარმოებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სწავლებისა და მეცნიერების სამართველოს მეცნიერების დეპარტამენტის თანამშრომლების ძალისხმევით. დღეისათვის დეპარტამენტი წარმოდგენილია ხუთი თანამშრომლით, რომელთაგან ოთხი მთავარი სპეციალისტია და ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
  • დავით თავხელიძე - დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
  • გიორგი ფალავანდიშვილი - მთავარი სპეციალისტი;
  • ნიკოლოზ ლოლაძე - მთავარი სპეციალისტი;
  •  ნინო ანანიაშვილი - მთავარი სპეციალისტი;
  • თეიმურაზ თათარიშვილი -  უფროსი სპეციალისტი;
  • ლია ციციშვილი - უფროსი სპეციალისტი;
  • მაია გოგორიშვილი - უფროსი სპეციალისტი;
  • გიორგი ცერცვაძე -  სპეციალისტი;
ჩვენთან დაკავშირება შესაძლებელია:
საქალაქო ტელეფონი - (99532) 2363321; (99532) 2365228
სტუ-ს შიდა ტელეფონი - 6041; 6523
ელ-ფოსტა - d.tavkhelidze@gtu.ge;