14 აპრილს რუსეთში, ქ. სანკტ-პეტერბურგში, გაიმართა პროფესიონალური შეჯიბრება შერეულ ორთაბრძოლებში SECH PROF-ის ორგანიზებით, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორთაბრძოლების კლუბის სპორტსმენმა (კლუბის პრეზიდენტი რ. ქელდიშვილი) შოთა გვასალიამ.