პირველკურსელთა საყურადღებოდ!
აბიტურიენტთა აკადემიური (სასწავლო ხელშეკრულების გაფორმება) და ადმინისტრაციული (საფინანსო ხელშეკრულების გაფორმება და სწავლების საფასურის გადახდა) რეგისტრაცია, რომლებმაც 2013 წლის ერთიანი  ეროვნული გამოცდების საფუძველზე მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება ბაკალავრიატის და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებზე, იწარმოებს 2013 წლის 2 სექტემბრიდან 19 სექტემბრის ჩათვლით შესაბამის ფაკულტეტებზე. 

  1. სამშენებლო ფაკულტეტი - სტუ-ს I კორპუსი, მე-5 სართული, ოთახი 525 “ ბ”, საკონტაქტო ტელეფონი - 236 43 28; 233 17 87 
  2. ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტი - სტუ-ს VШ  კორპუსი, მე-5 სართული, ოთახი 501, საკონტაქტო ტელეფონი - 236 51 72   
  3. სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი - სტუ-ს Ш კორპუსი, მე-2 სართული, ოთახი 306, საკონტაქტო ტელეფონი - 238 00 50
  4. ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი - სტუ-ს Х კორპუსი, მე-4 სართული, ოთახი 401, საკონტაქტო ტელეფონი - 236 38 07
  5. სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი - სტუ-ს I  კორპუსი, მე-5 სართული, ოთახი 548, საკონტაქტო ტელეფონი -  236 40 35
  6. არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის  ფაკულტეტი - სტუ-ს I კორპუსი, მე-4 სართული, ოთახი 410 “c”, საკონტაქტო ტელეფონი - 233 71 63
  7. ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტი - სტუ-ს VI კორპუსი, მე-9 სართული , ოთახი 907”ა”, საკონტაქტო ტელეფონი -  236 52 13 
  8. ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი - სტუ-ს VI  კორპუსი, ა-ბლოკი, მე-3 სართული , ოთახი 311, საკონტაქტო ტელეფონი -  237 13 19; 236 50 62
  9. დიზაინის საერთაშორისო სკოლა - სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსი, მე-3 სართული, ოთახი 350, საკონტაქტო ტელეფონი 236 54 29;
  10. ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე რეგისტრაცია ჩატარდება ბიზნეს-ინჟინე­რინ­გის ფაკულტეტზე -   სტუ-ს   VI კორპუსი, მე-9 სართული, ოთახი 907”ა”; 
საბუთები მიიღება ყოველდღე  კვირის გარდა 1000 სთ-დან 1600სთ-მდე
 
რეგისტრაციისას წარმოსადგენი საბუთები:
- ატესტატი (დედანი და ასლი);
- პირადობის მოწმობა (დედანი და ასლი);
-ორი ფერადი ფოტოსურათი 3x4 და მისი ელექტრონული ვერსია (CD);
- ვაჟებისათვის - სამხედრო მიწერის მოწმობა (დედანი  და ასლი).
აბიტურიენტის ჩარიცხვა არ განხორციელდება, თუ ის არ გაივლის რეგისტრაციას.

ბანერები