მადლობის წერილი

04-07-2012
ღონისძიება "Networking event" ევროკომისიის პროექტ GEO-RECAP–ის და საერთაშორისო ქსელის IDEALIST-ის ეგიდით
 
2012 წლის 27-28 ივნისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპრეზენტაციო დარბაზში გაიმართა ღონისძიება "Networking event"  ევროკომისიის პროექტ GEO-RECAP (http://georecap.eu) –ის და საერთაშორისო ქსელის IDEALIST-ის (www.ideal-ist.eu) ეგიდით.
მონაწილეობდნენ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროს წარმომადგენლები ევროპის, სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის ქვეყნებიდან; სტუ-ს ნ. მუსხელიშვილის სახ. გამოთვლითი მათემატიკისა და სტუ-ს ვლ. ჭავჭანიძის სახ. კიბერნეტიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი პირები და ევროპულ ფონდებზე ორიენტირებული პროექტების ავტორები და შემსრულებლები.
დაწვრილებითი ინფორმაცია აღნიშნული ღონისძიებების შესახებ განთავსდება ევროკომისიის პროექტ GEO-RECAP-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე http://georecap.eu
აღნიშნული ღონისძიების ორგანიზატორები მადლობას ვუხდით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას, პირადად — რექტორ არჩილ ფრანგიშვილს ორგანიზებასთან დაკავშირებული ყველა ტექნიკური საკითხის მოგვარებაში დახმარებისთვის.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები