დოქტორანტურა

04-07-2012
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში
2012/2013 სასწავლო წელს დოქტორანტურაში მიღების შესახებ
 
 
                საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 22 ივნისის № 697             
         დადგენილების თანახმად:
·         დოქტორანტურაში სწავლების პირველ წელზე ჩარიცხვის მსურველთა საბუთების მიღების ვადა განისაზღვროს 2012 წლის 10 აგვისტოდან 10 სექტემბრამდე;
·         დოქტორანტურაში ჩარიცხვა მოხდება დოქტორის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელი სადისერტაციო საბჭოს დებულების შესაბამისად;
·         ჩარიცხვის პროცესი დასრულდება 2012/2013 სასწავლო წლის დაწყებამდე.
 
დოქტორანტურაში ჩარიცხვის მსურველთა მიერ წარსადგენი საბუთების ნუსხა
 
       დოქტორანტურაში ჩარიცხვის მსურველმა რექტორის სახელზე უნდა წარადგინოს განცხადება, ფაკულტეტის,  სადოქტორო პროგრამის და  სამეცნიერო  ხელმძღვანელის მითითებით, აგრეთვე შემდეგი საბუთები:
1.        მონაცემები განათლებისა და შრომითი საქმიანობის შესახებ (ჩV);
2.        მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი და მისი ასლი;
3.        პირადობის  მოწმობა და მისი ასლი;
4.        სამეცნიერო ხელმძღვანელის/თანახელ­მძღ­­­­ვანე­ლების­­­­­  რეკომენდაცია;       
5.        ფოტოსურათი 2 ცალი, ზომით 3 х4  სმ;
6.        მიწერის მოწმობა და მისი ასლი, ან სამხედრო ბილეთი და მისი ასლი (სამხედრო ვალდებულთათვის).
   განათლებისა და შრომითი საქმიანობის შესახებ მონაცემებში (CV) სასწავლო/კვლევით საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა აქტივების მითითებისას, დოქტორანტურაში ჩარიცხვის მსურველმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი მასალების დედნები და მათი ასლები.
საბუთების პირველადი შემოწმება ხდება ფაკულტეტებზე, სადისერტაციო საბჭოს მდივნების მიერ. შემოწმების შემდეგ საბუთების დედნები უბრუნდება წარმომდგენს;    
დოქტორანტურაში ჩარიცხვის მსურველი სადისერტაციო საბჭოს მდივნის მიერ ვიზირებულ  განცხადებას დანარჩენ საბუთებთან ერთად აბარებს სტუ-ს კანცელარიას.                       
         
დოქტორანტურაში ჩარიცხვის პირობები
 
        დოქტორანტურაში ჩარიცხვის უფლება აქვს მაგისტრს ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს.  დოქტორანტურაში ჩარიცხვის პირობა არის სამეცნიერო ხელმძღვანელის რეკომენდაცია;
მხედველობაში მიიღება აგრეთვე:
·         სამაგისტრო ნაშრომის შეფასება;
·         სამეცნიერო პუბლიკაციების არსებობა;
·         სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა;
·         სასწავლო/კვლევით საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საბუთები და მასალები (სერტიფ­იკა­ტე­ბი, სიგელები, პატენტები და ა.შ.).             
დოქტორანტურაში ჩარიცხვის შესახებ ბრძანების გამოქვეყნებიდან ერთი კვირის ვადაში დოქტორანტმა სტუ-სთან უნდა გააფორმოს საფინანსო და სასწავლო ხელშეკრულებები და ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 (ხუთ) საბანკო დღეში უნივერსიტეტის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხოს ერთი წლის სწავლის საფასურის - 2250 ლარის მინიმუმ ერთი მეოთხედი. დოქტორანტურაში სწავლის ხანგრძლივობა 3 წელია.
 
 

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები