ხელშეკრულება

06-07-2012
ხელშეკრულება
 
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და კორპორაცია  “პიონერ”-ს შორის
 
3 მაისს  საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და კორპორაცია  “პიონერ”-ს (PIONEER) (აშშ) შორის ხელშეკრულება დაიდო. ხელშეკრულება ითვალისწინებს 30 თვის განმავლობაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისათვის 140.000 აშშ დოლარის გადახდას და მის მიზანია ფართო გამნოყენებაში მყოფი ზოგიერთი ჰერბიციდის, რომელიც ხშირად ხვდება ადამიანის საკვებ ჯაჭვში, ნარჩენების მოშორება ნიადაგიდან და წყალსატევებიდან, ბიოინჟინრული მიდგომებით.
სამომავლოდ, ერთობლივი კვლევის ფარგლებში, ნავარაუდებია ჰერბიციდების დამშლელი აქტიური ბიოლოგიური ინსტრუმენტების შექმნა გენმოდიფიცირებული მიკროორგანიზმების მიღებით.
ამერიკული კორპორაცია, თავის მხრივ, ფართოდ დანერგავს აღნიშნულ ბიოტექნოლოგიას, ხოლო ბიოტექნოლოგიის კომერციით მიღებული მოგება, შეთანხმების მიხედვით, განაწილდება კორპორაციასა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები