ჰრადეც კრალოვეს უნივერსიტეტის მობილობის პროგრამა სტუდენტებისთვის - 2018/19 სასწავლო წლის საზაფხულო სემესტრი

ჰრადეც კრალოვეს უნივერსიტეტის მობილობის პროგრამა სტუდენტებისთვის - 2018/19 სასწავლო წლის საზაფხულო სემესტრი

04-07-2018 ჩეხეთის რესპუბლიკის ჰრადეც კრალოვეს უნივერსიტეტი (University of Hradec Králové - UHK) აცხადებს მობილობას სტუდენტებისთვის, ფილოსოფიის ფაკულტეტზე, 2008/19 აკადემიურ წლის საზაფხულო სემესტრისათვის.

უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს საუნივერსიტეტო საერთო საცხოვრებელს, რომლის ფასიც საკმაოდ შეღავათიანია (250-450 $ თვეში). ყოველ წელიწადს ფილოსოფიის ფაკულტეტზე 60-70 საერთაშორისო სტუდენტი სწავლობს.

პროგრამა გრძელდება 1 სემესტრის განმავლობაში (2019 წლის თებერვალი-ივლისი), უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე. სწავლება მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე. სასწავლო კურსი მოიცავს საკითხებს პოლიტიკური მეცნიერებიდან, სოციოლოგიიდან, ფილოსოფიიდან, ისტორიიდან და სოციალური მუშაობიდან.

პროგრამა განკუთვნილია საერთაშორისო სტუდენტებისთვის, რომელთაც სურთ, გაიღრმავონ ცოდნა ევროპული პოლიტიკის, საზოგადოებისა და აზროვნების შესახებ. პროგრამის მონაწილეები სწავლის გადასახადს არ იხდიან.

გაცვლითი პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია, მათ შორის კურსების ჩამონათვალი, სააპლიკაციო ფორმა შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე.

სტუდენტებმა შევსებული აპლიკაციის ფორმა უნდა გააგზავნონ ელ-ფოსტაზე: tomas.hercik@uhk.cz.

სააპლიკაციო განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 30 სექტემბერი 2018.

 

სიახლეებში დაბრუნება