ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების დასაქმება სსე-ში

ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების დასაქმება სსე-ში

04-07-2018 3 ივლისს, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ (სსე) ახალგაზრდა სპეციალისტების სწავლება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსი სტუდენტთა კიდევ ერთმა ჯგუფმა დაასრულა, რომელსაც პრაქტიკული და თეორიული მეცადინეობები სსე-ს სასწავლო ცენტრში ერთი წლის განმავლობაში უტარდებოდა. 22 კურსდამთავრებული სსე-ს სხვადასხვა რეგიონულ ქსელში, დეპარტამენტსა და ქვესადგურში დასაქმდება. აღსანიშნავია, რომ 22-ივე ახალგაზრდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის სტუდენტი და კურსდამთავრებულია.

დაჯილდოების ცერემონიაზე სასწავლო ცენტრის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები სსე-ს მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ, სულხან ზუმბურიძემ გადასცა.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” აღნიშნულ პროგრამას 2005 წლიდან ახორციელებს. ამ პერიოდის განმავლობაში, სწავლება-გადამზადების კურსი 250-ზე მეტმა სტუდენტმა გაიარა, საიდანაც 80%-ზე მეტი სსე-ში დასაქმდა. 

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სასწავლო ცენტრი ყოველგვარი ფინანსური სარგებელის გარეშე, საშუალებას აძლევს მომავალ ენერგეტიკოსებს, ფეხი აუწყონ თანამედროვე სამყაროს გამოწვევებს, აიმაღლონ კვალიფიკაცია და დასაქმდნენ ერთ-ერთ მოწინავე ენერგეტიკულ კომპანიაში. 

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ 2018 წლის შემოდგომაზე სტუდენტთა ახალ ნაკადს მიიღებს.

 

სიახლეებში დაბრუნება