ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის წარჩინებული სტუდენტების დაჯილდოება

ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის წარჩინებული სტუდენტების დაჯილდოება

04-07-2018 3 ივლისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ფაკულტეტის ბაკალავრიატის წარჩინებული სტუდენტები დაჯილდოვდნენ და მათ საპატიო სიგელები და ფულადი ჯილდოები გადაეცათ.

2017-18 სასწავლო წლის პირველი სემესტრის აკადემიური მოსწრების მიხედვით გამარჯვებულები აღმოჩნდნენ ბაკალავრიატის მესამე კურსის სტუდენტები. პირველ და მეორე ადგილებზე გავიდნენ „ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერიის“ საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები რუსუდან გუნთაძე (რეიტინგი 95.53) და სალომე ჯეჯეია (რეიტინგი 94.87), ხოლო მესამე ადგილზე - „ქიმიის“საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი დილბარ ბაბაევა (რეიტინგი 94.22).
საპატიო სიგელებთან ერთად, ფაკულტეტის წარმატებულ სტუდენტებს შესაბამისად გადაეცათ 500, 400 და 300 ლარი ფულადი პრემიების სახით.

  


 

სიახლეებში დაბრუნება