დოქტორანტურაში სწავლის მსურველთა საყურადღებოდ

დოქტორანტურაში სწავლის მსურველთა საყურადღებოდ

03-07-2018

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში
2018/2019 სასწავლო წელს დოქტორანტურაში მიღების შესახებ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 18 ივნისის №01-05-04/143 დადგენილებისა და სტუ-ის რექტორის 2018  წლის 03 ივლისის №01-09-10/136 ბრძანების თანახმად:

• დოქტორანტურაში სწავლების პირველ წელზე ჩარიცხვის მსურველთა საბუთები მიიღება 2018 წლის 5 ივლისიდან 10 ივლისის ჩათვლით, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შესაბამის ფაკულტეტებზე (დანართი 1);
• გასაუბრება საფაკულტეტო დროებით კომისიებში ჩატარდება 2018 წლის 11 ივლისის 11:00 საათიდან; გასაუბრების შედეგები გამოცხადდება იმავე დღეს 11 ივლისს.    
• საპრეტენზიო განცხადებების მიღება - 2018 წლის 11 ივლისის 14:00 საათიდან 13 ივლისის 14:00 საათამდე, მათი განხილვა – 13 ივლისს, 14:00 საათიდან. საბოლოო შედეგები გამოცხადდება 2018 წლის 13 ივლისს.
• დოქტორანტურაში ჩარიცხვა მოხდება სტუ-ის დოქტორანტურის დებულების შესაბამისად;
• ჩარიცხვის პროცესი დასრულდება 2018  წლის 14 ივლისამდე.
• ჩარიცხული პირებისათვის სწავლა დაიწყება 2018-19 სასწავლო წლის პირველი სემესტრიდან.

დოქტორანტურაში ჩარიცხვის მსურველთა მიერ წარსადგენი საბუთების ნუსხა

დოქტორანტურაში ჩარიცხვის მსურველმა რექტორის სახელზე უნდა წარადგინოს განცხადება ფაკულტეტისა და სადოქტორო პროგრამის მითითებით, აგრეთვე, შემდეგი საბუთები (ორ ეგზემპლარად):
1. მონაცემები განათლებისა და შრომითი საქმიანობის შესახებ (CV);
2. მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი და მისი ასლი;
3. პირადობის  მოწმობა და მისი ასლი;
4. ფოტოსურათი 2 ცალი, ზომით 3 х 4 სმ და CD დისკი;
5. მიწერის მოწმობა და მისი ასლი, ან სამხედრო ბილეთი და მისი ასლი (სამხედრო ვალდებულთათვის).

საჭიროების შემთხვევაში აპლიკანტი ვალდებულია წარმოდგენილ დოკუმენტაციას დაურთოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული ცნობა, რითაც დასტურდება მისი უფლება უმაღლესი განათლების მესამე საფეხურის (დოქტორანტურის) საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების შესახებ.

განათლებისა და შრომითი საქმიანობის შესახებ მონაცემებში (CV) სასწავლო/კვლევით საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა აქტივების მითითებისას, დოქტორანტურაში ჩარიცხვის მსურველმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი მასალების დედნები და მათი ასლები.

საბუთების პირველადი შემოწმება ხდება ფაკულტეტზე, სადისერტაციო საბჭოს მდივნის მიერ. შემოწმების შემდეგ საბუთების დედნები უბრუნდება წარმომდგენს.

სადისერტაციო საბჭოს მდივნის მიერ ვიზირებულ  განცხადება რეგისტრაციისათვის დანარჩენ საბუთებთან ერთად ბარდება სტუ-ს კანცელარიაში.

დოქტორანტურაში ჩარიცხვის პირობები

დოქტორანტურაში ჩარიცხვის უფლება აქვს მაგისტრს ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს. დოქტორანტურაში ჩარიცხვის პირობა არის გასაუბრება საფაკულტეტო დროებით კომისიასთან. 

 მხედველობაში მიიღება:
• სამაგისტრო ნაშრომის შეფასება;
• სამეცნიერო პუბლიკაციების არსებობა;
• სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა;
• სასწავლო/კვლევით საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საბუთები და მასალები (სერტიფ¬იკა¬ტე¬ბი, სიგელები, პატენტები და ა.შ.).

დოქტორანტურაში ჩარიცხვის შესახებ ბრძანების გამოქვეყნებიდან ერთი კვირის ვადაში დოქტორანტმა სტუ-სთან უნდა გააფორმოს საფინანსო და სასწავლო ხელშეკრულებები და ხელშეკრულების გაფორმებისას წარმოადგინოს  ერთი წლის სწავლის საფასურის 2250 ლარის მინიმუმ ნახევრის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. დოქტორანტურაში სწავლის ხანგრძლივობა 3 წელია.

ის პირები, რომლებიც ორი თვის ვადაში არ წარმოადგენენ ჩარიცხვისათვს საჭირო დოკუმენტის  დედანს და ასლს (ნაცვლად ცნობისა ან და სხვა) ბრძანება მათი ჩარიცხვის ნაწილში ძალადაკარგულად იქნება ცნობილი.



დანართი 1

საბუთების მიღება იწარმოებს ფაკულტეტებზე

1. ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი
მ.კოსტავას 69; სტუ-ის  II კორპუსი, მე-2 სართული, ოთახი 202. 
საკონტაქტო ტელეფონი - 551 31 64 68;

2. ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი
მ.კოსტავას 77  სტუ-ის VI  კორპუსი, მე-3 სართული, A ბლოკი, ოთახი 303 ა, 
საკონტაქტო ტელეფონი -  237 13 19;



დანართი 2

სადოქტორო პროგრამები და მისანიჭებელი კვალიფიკაციები ფაკულტეტების მიხედვით

ქიმიური ტექნოლოგიის და მეტალურგიის ფაკულტეტი
სადოქტორო პროგრამა: ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერია (ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერიის დოქტორი)

ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი
სადოქტორო პროგრამა: ინფორმატიკა (ინჟინერიის დოქტორი ინფორმატიკაში)

 

სიახლეებში დაბრუნება