საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის “მონაწილეობის პროგრამა” - 2018/19 წწ.

საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის “მონაწილეობის პროგრამა” - 2018/19 წწ.

02-07-2018 საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისია იწვევს მსურველებს წარმოადგინონ პროექტები იუნესკოს 2018-2019 წლების “მონაწილეობის პროგრამის” ფარგლებში დაფინანსების მოსაპოვებლად.

“მონაწილეობის პროგრამა” არის იუნესკოს მხრიდან წევრი სახელმწიფოების მხარდაჭერის ერთ-ერთი საშუალება, რომლის მეშვეობითაც წევრ სახელმწიფოებს  შეუძლიათ განახორციელონ პროექტები, ორგანიზაციის მიერ დასახული პრიორიტეტების შესაბამისად. პრიორიტეტები მოცემულია ბმულზე (გვ. 20-დან) და 39 C/5 დოკუმენტში.

პროექტების პირველად შერჩევას აწარმოებს ეროვნული კომისია, ხოლო წარდგენილი პროექტების დაფინანსებაზე საბოლოო  გადაწყვეტილებას იღებს UNESCO-ს სათაო ოფისი.  
 
დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა 2018 წლის 16 ივლისამდე საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის სამდივნოს უნდა მიაწოდონ ელექტრონულ მისამართზე unesco@mfa.gov.ge შემდეგი დოკუმენტაცია:

•         პროექტის მოკლე ანოტაცია ქართულ ენაზე (მაქსიმუმ 1 გვ.);
•         შევსებული სააპლიკაციო განაცხადი ინგლისურ ენაზე;
•         დოკუმენტაციას თან უნდა ერთვოდეს განმცხადებელი ორგანიზაციის  ოფიციალური მიმართვა საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის სახელზე.
•         პროექტის განხილვისას ყურადღება მიექცევა შესაბამისი დარგობრივი სახელმწიფო უწყების სარეკომენდაციო წერილს.

კომისია უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, მოსთხოვოს პროექტის წარმდგენს პროექტთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია.

სააპლიკაციო ფორმისა და პროექტის სტანდარტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებგვერდზე.

 

სიახლეებში დაბრუნება