საინფორმაციო შეხვედრა

15-06-2012

საინფორმაციო შეხვედრა

15 ივნისს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა, რომელიც ეხებოდა პროგრამას "ასწავლე საქართველოსთვის“. 

აღნიშნული პროგრამის მიზანს წარმოადგენს მაღალკვალიფიციური კადრების მასწავლებლის პროფესიით დაინტერესება და მათი დასაქმება საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების იმ სკოლებში, სადაც კვალიფიციური მასწავლებლის დეფიციტია. პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ მასწავლებელთა შესარჩევ კონკურსში პედაგოგთა მიღება გამოცხადდა შემდეგ საგნებში:

  • · ქართული ენა და ლიტერატურა
  • · დაწყებითი საფეხური
  • · ისტორია
  • · გეოგრაფია
  • · გერმანული ენა
  • · რუსული ენა
  • · ქიმია
  • · ბიოლოგია
  • · ფიზიკა
  • · მათემატიკა 


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები