დაჯილდოება

08-06-2012
დაჯილდოება
 
8 ივნისს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს დარმშტატის (გერმანია) როტარი კლუბის პრეზიდენტი ვოლფგანგ ტრომერი  და ამავე კლუბის წევრები  გერმანიის ქალაქ დარმშტატიდან ესტუმრნენ.
2006 წლიდან მოყოლებული აღნიშნული კლუბისა და თავად ვოლფგანგ ტრომერის დახმარებით, გერმანიის სხვადასხვა დაწესებულებასა და ბანკში  სტუ-ის საერთაშორისო გერმანულენოვანი ინსტიტუტის 50-ზე მეტმა სტუდენტმა გაიარა პრაქტიკა.
პროფ. ვოლფგანგ ტრომერი საქართველოში პერიოდულად ჩამოდის, კითხულობს ლექციების კურსს, არჩევს საუკეთესო სტუდენტებს პრაქტიკისთვის, ეხმარება მათ ბინის მოძიებაში, სადაც ისინი თვე-ნახევრის განმავლობაში იცხოვრებენ, არჩევს პრაქტიკის ადგილებს სტუდენტების სპეციალობისა და სურვილის გათვალისწინებით.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრირების ხელშეწყობისა და მხარდაჭერისთვის, სტუ-ის  აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, პროფ. ვოლფგანგ ტრომერი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დიპლომით დაჯილდოვდა.
 

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები