სამეცნიერო აპარატურის პრეზენტაცია

25-02-2008
სამეცნიერო აპარატურის (Leica-1200
და Navisound-515) პრეზენტაცია
 
22 თებერვალს სტუ-ს საგამოფენო გალერეა “უნივერსში” გაიმართა საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ 2007 წელს დაფინანსებული სამეცნიერო აპარატურის კონკურსში საგრანტო დაფინანსებით შეძენილი სამეცნიერო აპარატურის - გლობალური პოზიციონირების სისტემისა (Leica-1200) და ექოლოტის (Navisound-515) პრეზენტაცია.
პრეზენტაციის საპატიო სტუმრებს შორის ბრძანდებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გია ნოდია; საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორი ნათა ჯოხაძე; სტუ-ს რექტორი არჩილ მოწონელიძე..
პრეზენტაციაზე მოხსენებებით გამოვიდნენ შვეიცარიული ფირმა “Leica”-ს რეგიონალური ვიცე-პრეზიდენტი იორგ კელერი, ასევე “თბილწყალგეოს” დირექტორი ზაალ ასკურავა.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები