კონფერენცია „IT პროფესიული საგანმანათლებლო ქსელი: საუკეთესო პრაქტიკის მაგალითი“

კონფერენცია „IT პროფესიული საგანმანათლებლო ქსელი: საუკეთესო პრაქტიკის მაგალითი“

28-06-2018 29 ივნისს, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართება კონფერენცია „IT პროფესიული საგანმანათლებლო ქსელი: საუკეთესო პრაქტიკის მაგალითი“.

აღნიშნული კონფერენციით შეჯამდება ათასწლეულის გამოწვევის ფონდ-საქართველოსა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხარდაჭერითა და თანადაფინანსებით განხორციელებული პროექტის - „ინფორმაციული ტექნოლოგიების სწავლების ერთიანი მოდელის დანერგვა საქართველოს რეგიონებში და მათ ბაზაზე საერთაშორისო სერტიფიცირებული პროგრამების დაფუძნება“ - მიღწევები და შედეგები.

პროფესიული განათლების სისტემისა და კერძო სექტორის ურთიერთთანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე - ქეთევან ნატრიაშვილი; სამინისტროს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, MCA/MCC-ის, პარტნიორი კოლეჯებისა და IT დამსაქმებელთა საბჭოს წარმომადგენლები.

კონფერენციის ფარგლებში ჩატარდება შემდეგი ღონისძიებები:
1. გაფორმდება მემორანდუმი IT პროფესიულ-საგანმანათლებლო ქსელსა და საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციას შორის;
2.  შედგება სტუდენტური ოლიმპიადის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია;
3.  ჩატარდება ინფორმაციის ტექნოლოგიების მასწავლებელთა პრაქტიკული სემინარი (ვორკშოპი).  

კონფერენცია 10:00 სთ. დაიწყება.

 

სიახლეებში დაბრუნება