შიდა კონკურსი „შეგიძლია მინის დაწვნა?“ - სტუ-ს დიზაინის საერთაშორისო სკოლის მაგისტრანტების პრაქტიკა გერმანიაში

შიდა კონკურსი „შეგიძლია მინის დაწვნა?“ - სტუ-ს დიზაინის საერთაშორისო სკოლის მაგისტრანტების პრაქტიკა გერმანიაში

27-06-2018 25 მაისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლაში დასრულდა შიდა კონკურსი „შეგიძლია მინის დაწვნა?“ (“Can you weave glass?“). კონკურსში მონაწილოებას ღებულობდნენ დიზაინის საერთაშორისო სკოლის ბაკალავრიატის მესამე და მეოთხეკურსელები და მაგისტრანტები.

კონკურსის შედეგებმა ორი გამარჯვებული სტუდენტი გამოავლინა. გამარჯვებული მაგისტრანტები, ილია ლიჩელი და გიორგი ბექაური, პროექტის ფარგლებში პროფ. კლაუს ჰიპის დაფინანსებით გაემგზავრებიან გერმანიაში, ქალაქ მიუნხენში ერთთვიანი პრაქტიკის გასავლელად.

პროექტი დიზაინის საერთაშორისო სკოლის მენეჯერის, ნინო ახობაძის ორგანიზებით განხორციელდა.


 

სიახლეებში დაბრუნება