პროექტი "ევროპარლამენტის საერთაშორისო მოდელირება 2018" - სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტების წარმატება

პროექტი "ევროპარლამენტის საერთაშორისო მოდელირება 2018" - სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტების წარმატება

27-06-2018 სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებმა
პროექტში "ევროპარლამენტის საერთაშორისო მოდელირება 2018" საპრიზო ადგილები დაიკავეს.

8-10 ივნისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დაფინანსებით 50-მდე სტუდენტმა მონაწილეობა მიიღო ევროპის აკადემიური ცენტრის მიერ ორგანიზებულ პროექტში ,,ევროპარლამენტის საერთაშორისო მოდელირება 2018“.

დელეგატები წარმოდგენილი იყვნენ არა მარტო საქართველოს, არამედ ევროპის წამყვანი ქვეყნებიდანაც. მონაწილეები გადანაწილებულები იყვნენ 7 სხვადასხვა კომიტეტში, რომლის რიცხვი 25-40 დელეგატამდე მერყეობდა.

საბოლოოდ, კი, თითოეული გუნდის მიერ წარმოდგენილ იქნა რეზოლუცია, რომლის
მიღებაშიც თავად დელეგატები იღებდნენ მონაწილეობას.

საუკეთესო შედეგი მიიღო "იურიდიულმა კომიტეტმა" და პროექტში გამარჯვებაც მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ კომიტეტს სხვა დელეგატებთან ერთად, წარმოადგენდნენ სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტები: ანა ტაკაშვილი, მერაბი ტაკაშვილი, ელენე ნადირაშვილი, თამარ ციგროშვილი, დემეტრე ნაკაშიძე და მარიამ ბაზერაშვილი.

ასევე, თითოეული გუნდიდან გამოვლინდა საუკეთესო 1 დელეგატი. ამ შვიდეულში
ტექნიკური უნივერსიტეტის სამმა სტუდენტმა: თემო სულაძემ, რომელიც ადამიანის უფლებათა კომიტეტს წარმოადგენდა; ნათია ჩილაჩავამ, რომელიც საგარეო საქმეთა კომიტეტის მომხსენებელი იყო და ანა ტაკაშვილმა, რომელიც იურიდიული კომიტეტის წევრი გახლდათ, დაიკავეს საპრიზო ადგილები.

სწორედ ამ შერჩეული შვიდი დელეგატიდან გამოვლინდა სამი გამარჯვებული და აქაც საპრიზო ადგილი ანა ტაკაშვილმა დაიკავა.

რაც შეეხება პრიზებს, გამარჯვებული კომიტეტის ყველა წევრი გაემგზავრება ბერლინში
თანადაფინანსებით, ევროპარლამენტის მოდელირებაზე. გამარჯვებულმა დელეგატმა ანა ტაკაშვილმა, კი, მოიგო უცხოეთის უნივერსიტეტის სასწავლო გრანტი, 5000-ლარიანი დაფინანსება პარტნიორი უნივერსიტეტისგან და სხვა ფასიანი პრიზები.

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ხელმძღვანელობა ფაკულტეტის სტუდენტებს ულოცავს ამ წარმატებას. 

 

სიახლეებში დაბრუნება