სტუ-ს სტუდენტური დღეები 2018 - ჯანსაღი ცხოვრებით თავისუფლებისაკენ

სტუ-ს სტუდენტური დღეები 2018 - ჯანსაღი ცხოვრებით თავისუფლებისაკენ

27-06-2018 27 ივნისს, 19:00 სთ., საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის ეზოში სტუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის და ქ. თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართება ყველაზე მასშტაბური სტუდენტური პროექტის „სტუ-ს სტუდენტური დღეები 2018 -  ჯანსაღი ცხოვრებით თავისუფლებისაკენ“ ფარგლებში დაჯილდოვების გრანდიოზული გალა კონცერტი.

„სტუ-ს სტუდენტური დღეები 2018 - ჯანსაღი ცხოვრებით თავისუფლებისკენ“ ეძღვნება საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილეს.

პროექტის ფარგლებში, 20 მარტიდან - 27 ივნისამდე, სიმბოლურად 100 ღონისძიება გაიმართა 100 დღის განმავლობაში, სპორტული, კულტურული, საგანმანათლებლო და ინტელექტუალური მიმართულებით, რომელშიც მონაწილის სტატუსით ჩართული იყო სხვადასხვა ფაკულტეტის 5000-მდე სტუდენტი.

„სტუ-ს სტუდენტური დღეები 2018 - ჯანსაღი ცხოვრებით თავისუფლებისკენ“ მთავარი მხარდამჭერია ქ. თბილისის მერია. პროექტს მხარს უჭერს, ასევე, სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო სტრუქტურა, რომელთაც დაწესებული აქვთ პრიზები სხვადასხვა ღონისძიებაში გამარჯვებულთათვის. დასკვნით კონცერტზე მოხდება გამარჯვებული სტუდენტების და პროექტის მხარდამჭერების დაჯილდოვება, შესრულდება საუკეთესო ნომრები სტუ-ს ანსამბლების მონაწილოებით. დაჯილდოების შემდეგ დაუკრავს მუსიკალური ბენდი „გუფილენდი“. საღამოს, ასევე, მუსიკალურად გააფორმებს დიჯეი გიგა პაპასკირი, ხოლო საღამო დასრულდება გრანდიოზული ფეიერვერკით.

„სტუ-ს სტუდენტური დღეები 2018 - ჯანსაღი ცხოვრებით თავისუფლებისკენ“ დაჯილდოვების გალა კონცერტზე მოწვეული არიან:
• ქ. თბილისის მერი;
• საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი;
• საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი;
• საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები.

ღონისძიება მთელი დღის განმავლობაში პირდაპირ გადაიცემა სტუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის ოფიციალურ ფეისბუქის გვერდიდან.

საკონტაქტო პირი:
რატი გურგენიძე
ტელ: 597 00 04 07; 236 51 29; 236 53 45
ელ.ფოსტა: stu@gtu.ge

 

სიახლეებში დაბრუნება