კუტაჰიას დუმლუპინარის უნივერსიტეტის წარმომადგენლები სტუ-ში

კუტაჰიას დუმლუპინარის უნივერსიტეტის წარმომადგენლები სტუ-ში

25-06-2018 21 ივნისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუმრად იმყოფებოდნენ კუტაჰიას დუმლუპინარის უნივერსიტეტის (Dumlupınar University in Kütahya) (თურქეთი) ასოცირებული პროფესორები უმრან ერჩეტინი (მანქანათმშენებლობის დეპარტამენტი) და ფატიჰ შენი (ბიოქიმიის დეპარტამენტი).

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში თურქი სტუმრები შეხვდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის წარმომადგენლებს. უმრან ერჩეტინმა და ფატიჰ შენმა წარმოადგინეს პრეზენტაცია კუტაჰიას დუმლუპინარის უნივერსიტეტის შესახებ.
  
ახალგაზრდა თურქი მეცნიერები განსაკუთრებით დაინტერესდნენ სტუ-ს ლოგისტიკისა და ბიოსამედიცინო ინჟინერიის დეპარტამენტებში მიმდინარე სამეცნიერო და საგნმანათლებლო პროცესებით.

საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე განხილული იქნა „მევლანასა“ და „ერაზმუს+“ პროგრამების, მათ შორის გაცვლითი და ინსტიტუციური განვითარების პროექტების ფარგლებში ორ უნივერსიტეტს შორის მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები.

თურქმა პროფესორებმა დაათვალიერეს ტექნიკური უნივერსიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკა და სხვა ღირსშესანიშნაობები.

 

სიახლეებში დაბრუნება