საერთაშორისო ახალგაზრდული ვიდეოკონკურსი-2018 კლიმატის ცვლილების შესახებ

საერთაშორისო ახალგაზრდული ვიდეოკონკურსი-2018 კლიმატის ცვლილების შესახებ

25-06-2018 გამოცხადდა საერთაშორისო ახალგაზრდული ვიდეოკონკურსი-2018 კლიმატის ცვლილების შესახებ.

გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციისა და მისი პარტნიორების ინიციატივით კონკურსი 2015 წლიდან ტარდება და მიზნად ასახავს ახალგაზრდების მიერ შემოთავაზებული, კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის ინოვაციური და ამბიციური გზების შესახებ ინფორმაციის გაზიარებას. კონკურსი აძლევს ახალგაზრდებს საშუალებას, წარმოაჩინონ პრობლემის გადაჭრის გზები და ხელი შეუწყონ გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას.

18-იდან 30 წლამდე დაინტერესებულ ახალგაზრდებს შესაძლებლობა ეძლევათ, ჩაერთონ
კონკურსში, გააგზავნონ ვიდეო არა უმეტეს 3 (სამი) წუთისა შემდეგ ორ თემაზე:
1. მდგრადი მოხმარება და წარმოება
2. მწვანე და კლიმატგონივრული სამუშაოები

დაინტერესებულმა პირებმა ვიდეო უნდა ატვირთონ ვებგვერდზე, არა უგვიანეს მიმდინარე წლის 31 აგვისტოსი.

გამარჯვებული მიმდინარე წლის დეკემბერში გაემგზავრება გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 24-ე კონფერენციაზე პოლონეთში.

კონკურსთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული.

 

სიახლეებში დაბრუნება