სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის გუნდის წარმატება ეროვნულ ჩემპიონატში “სისხლის სამართლის პროცესში ადვოკატირების უნარ-ჩვევების სტუდენტურ ტრენინგსა და შეჯიბრში”

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის გუნდის წარმატება ეროვნულ ჩემპიონატში “სისხლის სამართლის პროცესში ადვოკატირების უნარ-ჩვევების სტუდენტურ ტრენინგსა და შეჯიბრში”

25-06-2018 USAID პროგრამის "კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" (PROLoG), აღმოსავლეთი-დასავლეთის მენეჯმენტის ინსტიტუტის (East-West Management Institute), ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრისა და თავისუფალი უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა ყოველწლიური ეროვნული ჩემპიონატი “სისხლის სამართლის პროცესში ადვოკატირების უნარ-ჩვევების სტუდენტურ ტრენინგსა და შეჯიბრში”, სადაც წარმატებით მიიღო მონაწილეობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის გუნდმა და შეჯიბრში პირველ ადგილზე გავიდა.

აღსანიშნავია, რომ მონაწილეობისთვის შეირჩა რვა საუკეთესო უნივერსიტეტის გუნდი. თითოეულ უნივერსიტეტს ერთი გუნდის წარდგენის უფლება ჰქონდა. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს წარმოადგენდნენ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტები სოფიკო დარჩია, ნანა ტყაბლაძე, გიორგი გელაშვილი, ბექა ჯანელიძე და გუგა მაღულარია, რომლებსაც ტრენერობა გაუწია ფაკულტეტის მოწვეულმა უფროსმა მასწავლებელმა, ადვოკატმა თორნიკე გვენეტაძემ.

23 ივნისს საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაიმართა პროცესი, სადაც კენჭისყრის საფუძველზე გადანაწილდა როგორც პოზიციები ,ასევე, ის, თუ რომელი უნივერსიტეტის გუნდები შეხვდებოდნენ ერთმანეთს. ნახევარფინალში ქულების რაოდენობით გადავიდა ოთხი საუკეთესო გუნდი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდი შეხვდა საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის და ილიას სახელმწიფო უნივრსიტეტის გუნდებს, სადაც ჯერ  იყო ბრალდების, ხოლო მერე - დაცვის მხარე.  

24 ივნისს გაიმართა ნახევარფინალი, სადაც სტუ და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ნახევარფინალში გამარჯვების შემდგომ კი სტუ ფინალში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდს შეხვდა და მასთან გამარჯვებაც მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ შეჯიბრის ჟიური დაკომპლექტებული იყო უცხოელი და ქართველო ექსპერტებით, მათ შორის იყვნენ მაიკ გრანტი, მოსამართლე ეკა არეშიძე, პროკურორი ნინო აღლემაშვილი და სხვა.

 

სიახლეებში დაბრუნება