ვაკანსია - რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტის მონიტორინგის ჯგუფის რადიომონიტორინგის ინჟინერი

ვაკანსია - რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტის მონიტორინგის ჯგუფის რადიომონიტორინგის ინჟინერი

22-06-2018 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია აცხადებს კონკურსს რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტის მონიტორინგის ჯგუფის რადიომონიტორინგის ინჟინრის პოზიციაზე ტელეკომუნიკაციების, რადიოტექნიკის და ელექტრონიკის, ფიზიკის, რადიოფიზიკის ან ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მქონე პირებისთვის.

ორგანიზაციის შესახებ:
სსიპ - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია დამოუკიდებელი ორგანოა, რომელიც მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების დარგებს არეგულირებს. კომისიის რეგულირებაში შედის ტელე და რადიომაუწყებლობა, მაუწყებლობის ტრანზიტი, ფიქსირებული და მობილური სატელეფონო და ინტერნეტ მომსახურებები. კომისიის საქმიანობას გადამწყვეტი გავლენა აქვს საქართველოში სატელეკომუნიკაციო და მაუწყებლობის დარგების განვითარებაზე.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2018 წლის 2 ივლისი.

ვაკანსიის შესახებ დეტალები იხილეთ ბმულზე.
 


 

სიახლეებში დაბრუნება