პრეზენტაცია

11-05-2012

პრეზენტაცია

11 მაისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ საქართველოს ბიბლიოთეკების ინტეგრირებული ქსელის კონსორციუმის დახმარებით გამოწერილი ელექტრონული რესურსების (EBSCO, Cambridge University Journals, Royal Society Journals Collection) და კონსორციუმის სხვადასხვა სერვისის პრეზენტაცია. პრეზენტაცია ჩაატარა კონსორციუმის ელექტრონული რესურსების ლიცენზიების კოორდინატორმა საქართველოში, თამარ ხახუტაშვილმა.

თამარ ხახუტაიშვილმა ყურადღება გაამახვილა ინტეგრირებულ საბიბლიოთეკო სისტემა koha-ზე. მისი განცხადებით, 60 000-ზე მეტი საბიბლიოთეკო ერთეულის არსებობის შემთხვევაში, უფრო მოსახერხებელია ინტეგრირებული საბიბლიოთეკო სისტემა koha. საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა შეიძინა ეს პროგრამა და ინტეგრირებული საბიბლიოთეკო სისტემა koha ამიერიდან ტექნიკურ უნივერსიტეტშიც იქნება ხელმისაწვდომი.

გარდა ამისა, სტუ-ის სამეცნიერო-ტექნიკური ბიბლიოთეკის თანამშრომელმა, უფროსმა ბიბლიოთეკარმა ირინა ღარიბიანმა გააკეთა პრეზენტაცია საქრთველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში არსებული ელექტრონული რესურსების ხელმისაწვდომობის შესახებ.


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები