Erasmus+ - სალექციო კურსი საინფორმაციო ტექნოლოგიების სისტემების მოდელირების შესახებ

Erasmus+ - სალექციო კურსი საინფორმაციო ტექნოლოგიების სისტემების მოდელირების შესახებ

20-06-2018 4-9 ივნისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე უნგრეთის დებრეცენის უნივერსიტეტის პროფ. იანოშ სტრიკმა (János Sztrik) წაიკითხა ლექციების კურსი საინფორმაციო ტექნოლოგიების სისტემების მოდელირების შესახებ, 

დებრეცენის უნივერსიტეტის საინფორმაციო სისტემებისა და ქსელების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფ. იანოშ სტრიკი სტუ-ში  Erasmus+ აკადემიური პერსონალის მობილობის ფარგლებში იმყოფებოდა. მან ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს წაუკითხა ლექციები მოდელირებაში ექსპონენციალური განაწილების როლზე, მწკრივების სისტემებზე, სისტემების ინსტრუმენტული მხარდაჭერის მქონე ანალიზზე.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე გაცვლითი პროექტის ფარგლებში, რომლის კოორიდნატორია უნგრული უნივერსიტეტი, უკვე წარმატებით განხორციელდა უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები და უნგრეთის უნივერსიტეტში მობილობით იმყოფებოდნენ ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის მესამეკურსელი სტუდენტი როსტომ ბარავი და ამავე ფაკულტეტის პროფესორები: რევაზ კაკუბავა, ვახტანგ კვარაცხელია, თეიმურაზ ცაბაძე, ვაჟა ტარიელაძე. ამავე დროს, ტექნიკურ უნივერსიტეტში ლექციების კურსი წაიკითხეს დებრეცენის უნივერსიტეტის პროფესორებმა იანოშ სტრიკმა და აგოტა ფიგულამ.

სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე პროფ. სტრიკთან ერთად განხილული იქნა ტექნიკურ უნივერსიტეტსა და დებრეცენის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის მომზადებასთან და გაფორმებასთან დაკავშირებული სამუშაო დეტალები.

 

სიახლეებში დაბრუნება