ჟენევის უნივერსიტეტის საგრანტო პროექტების კონკურსი - Seed Funding Grants

ჟენევის უნივერსიტეტის საგრანტო პროექტების კონკურსი - Seed Funding Grants

20-06-2018 ჟენევის უნივერსიტეტი (University of Geneva), შვეიცარიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიური თანამშრომლობის წამყვანი სახლი (Swiss Leading House for Science & Technology Cooperation) აცხადებს საგრანტო პროექტების კონკურსს - Seed Funding Grants. მონაწილეობის მიღება შეუძლიათ კონკურსანტებს საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბელარუსიდან, ყირგიზეთიდან, მოლდოვადან, ტაჯიკეთიდან, თურქმენეთიდან, უკრაინიდან და უზბეკეთიდან.

გრანტის მაქსიმალური ოდენობაა 10 000 შვეიცარიული ფრანკი. აღნიშნული თანხის გამოყენება შესაძლებელია მგზავრობის, საცხოვრებლის, ღონისძიებებისა და სხვა ხარჯების დასაფარად, თუმცა რეგულარული ანაზღაურება მონაწილეთა ხელფასის სახით გათვალისწინებული ვერ იქნება.

მობილობა განხორციელდება შვეიცარიის მიმართულებით და შვეიცარიიდან. პროექტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს ორ წელიწადს.

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 14 ივლისი.

კონკურსთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

საკონტაქტო პირი:
გერდ როტენბერგი (Mr. Gerd Rothenberg), ჟენევის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა ოფისი
ელ.ფოსტა: gerd.rothenberg@unige.ch

 

სიახლეებში დაბრუნება